The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვარდენ ყიფიანი

ვარდენ ყიფიანი
სხვა სახელი:ღვანკითელი  (ფსევდონიმი)
დაბადების თარიღი:18 მაისი, 1869
გარდაცვ. თარიღი:30 ოქტომბერი, 1929  (60 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ვერის სასაფლაო, თბილისი
კატეგორია:პოეტი, რკინიგზელი

ბიოგრაფია

მე-20 საუკუნის დასაწყისში ქართულ ლიტერატურულ და თეატრალურ წრეებში კარგად იყო ცნობილი ვარდენ ღვანკითელის სახელი. პროფესიით რკინიგზელი იყო - ამიერკავკასიის რკინიგზაზე გამყოლად მუშაობდა, თუმცა, მისი მოწოდება პოეზია და თეატრი იყო. წერდა ლექსებს "ღვანკითელის" ფსევდონიმით, მან განსაკუთრებული პოპულარობა აკაკისთან გაპაექრებით მოიპოვა: "შენ საჩხერის არწივი ხარ, მე - ღვანკითის შევარდენი, შენც პოეტი, მეც პოეტი, შენ აკაკი, მე ვარდენი", - ასეთი ლექსი უძღვნა ვარდენმა აკაკის და აკაკი რის აკაკი იქნებოდა, რომ არ ეპასუხა: "წერე, წერე, ჩემო ვარდენ, მტერს დაასე ისარიო, თუ მწერალი არ გამოხვალ, წერას მაინც ისწავლიო". კათოლიკოს-პატრიარქ ამბროსის სასამართლოზე სიტყვა მუშაკ-მწერალმა (როგორც მაშინ უწოდებდნენ) ვარდენ ღვანკითელმა ითხოვა - მისცეს ნებართვა, იგი ტრიბუნის ნაცვლად განცალკევებით მჯდომი პატრიარქისკენ წავიდა, მიუახლოვდა, დაიჩოქა და მთელი ერის სახელით შენდობა სთხოვა.

წყარო:.geonecropol.com; kvirispalitra.ge


გააზიარე: