The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ირაკლი პაპაშვილი

ირაკლი პაპაშვილი
დაბადების თარიღი:14 მაისი, 1950  (74 წლის)
კატეგორია:გეოგრაფი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი ოკეანოლოგიის სპეციალობით 1974 წელს.

მუშაობა დაიწყო ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტის ზღვის ნაპირების დინამიკისა და მორფოლოგიის ლაბორატორიაში ინჟინრის თანამდებობაზე; 1976-1981წწ. მუშაობდა ნაპირგამაგრების რესპუბლიკურ სამმართველოში, ჯერ ქ. ბათუმის სტაციონარის ჯგუფის ხელმძღვანელად, შემდეგ კი, ამავე სტაციონარის უფროსად; 1981 წელს მუშაობა დაიწყო ახლად შექმნილ გაერთიანება "საქნაპირდაცვის" აჭარის სანაპირო რეჟიმული კვლევების სტაციოანრის ხელმძღვანელის თანამდებობაზე; 1985 წლიდან - ლითოდინამიკის ლაბორატორიის გამგის მოადგილის თნამდებობაზე, 1990 წლიდან - ლაბორატორიის გამგედ; 1998-2001წწ. იყო კოლხეთის სანაპირო რეჟიმული კვლევების სტაციონარის გამგე; 2001-2002წწ. შპს "მეგაფლოტის" საზღვაო განყოფილების უფროსი, 2002 წლიდან ასოციაცია "ჰიდროსფეროს" თავმჯდომარის მოადგილე. იკვლევს ზღვის სანაპიროს და წყალქვეშა ფერდის მოძრავი ნატანის დინამიკას (ლითოდინამიკა). გამოქვეყნებული აქვს სამეცნიერო ნაშრომები, მონაწილეობდა სამეცნიერო კონფერენციებში. ოკეანოლოგი.

წყარო: ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.219


გააზიარე: