შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მანანა რატიანი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი ტურიზმისა და მხარეთმცოდნეობის სპეციალობით 1992 წელს. 1994-1998წწ. იყო საბავშვო ინგლისურენოვანი ჟურნალის რედაქტორის მოადგილე; 1998 წლიდან მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საქართველოს გეოგრაფიის კათედრაზე ჯერ ლაბორანტის, შემდეგ მასწავლებლის თანამდეობბაზე; 1999-2000წწ. იყო ყოველთვიური სასწავლო-მეთოდური გაზეთის "გეოგრაფია" ექსპერტი; 2001 წლიდან - კათედრის სწავლული მდივანი, 2002 წლიდან ყოველწლიური სამეცნიერო ჟურნალის "საქართველოს გეოგრაფია" პასუხისმგებელი მდივანი. 2004 წლიდან გუნდთან ერთად მუშაობდა ეროვნულ სასწავლო გეგმაზე, რომელიც 2005 წელს დამტკიცდა; 2011 წელს კვლავ მონაწილეობა მიიღო ეროვნული სასწავლო გეგმის რევიზიაში; 2011 წლიდან გადავიდა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში ჯერ გეოგრაფიის კონსულტანტის, 2015 წლიდან კი დირექტორის მოადგილის პოზიციაზე. ამ პერიოდში მუშაობდა მასწავლებლის პროფესიულ სტანდარტზე, მასწავლებლის პროფესიის რეგულირების დოკუმენტებზე, სხვადასხვა მეთოდურ და დამხმარე ლიტერატურაზე. 2005 წლიდან არის გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის მმართველი კომიტეტის წევრი განათლება მდგრადი განვითარებისთვის; 2009-2011წწ. კოლეგებთან ერთად იყო გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის სამუშაო ჯგუფის წევრი, ჯგუფის მიერ შეიქმნა განმანათლებლების კომპეტენციების დოკუმენტი განათლება მდგრადი განვითარებისთვის. მონაწილეობა აქვს მიღებული განათლების საკითხებისადმი მიძღვნილ არაერთ საერთაშორისო და ეროვნულ კონფერერენციაში, სამუშაო შეხვედრაში. მისი სამეცნიერო ინტერესების სფეროებია: სწავლისა და სწავლებლის თანამედროვე მიდგომები; განათლება მდგრადი განვითარებისთვის; საზოგადოებრივი გეოგრაფია; განათლების პოლიტიკა; გლობალური და ციფრული მოქალაქეობა; გამოწვევები ზოგად განათლებაში; უწყვეტი პროფესიული განვითარება და 21-ე საუკუნის კომპეტენციების განვითარება. 2011 წლიდან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების სკოლის მოწვეული პროფესორი, 2019 წლიდან - ასოცირებული პროფესორი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "განათლების სისტემის გეოგრაფიული თავისებურებები, საქართველოს მაგალითზე", დაიცვა 2004 წელს. წყარო: ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.222; ილიას უნივერსიტეტი: faculty.iliauni.edu.ge ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |