შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნუგზარ კვაჭაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ლიხაური, ოზურგეთის რაიონი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ენერგეტიკის ფაულტეტი 1974 წელს. 1965-1979წწ. ნავთლუღის საქმთავარენერგოს ელექტროსადგურის მორიგე ელექტრიკოსი, მაღალი ძაბვის ელექტროქვესადგურების ჯგუფის უფროსი, 1980 წლიდან საქმთავარენერგოს საბურთალო-I-ის ელექტროქვესადგურების ჯგუფის უფროსი; 1990-1991წწ. საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი, საარჩევნო ბლოკი: საარჩევნო ბლოკი "მრგვალი მაგიდა – თავისუფალი საქართველო", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით, მერაბ კოსტავას საზოგადოება; ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი); 1992-1993წწ. საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი, საკომპესაციო სიით, მერაბ კოსტავას საზოგადოება. წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge; parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/კობა ამირხანაშვილი.- თბ.,2015.-გვ. 201 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |