Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ავთანდილ კვეტენაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ზოვრეთი, ზესტაფონის რაიონი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1968 წელს. 1963-1964წწ. ტრესტ "კავსანტექმონტაჟის" თბილისის სამმართველოს მუშა; 1969-1981წწ. შავი მეტალურგიის ქარხნების დამპროექტებელი ინსტიტუტის ინჟინერი, ჯგუფის უფროსი, მთავარი სპეციალისტი, განყოფილების გამგე; 1981-1987წწ ტრესტ "საქსანტექმონტაჟის" განყოფილების უფროსი; 1987 წლიდან მშენებელთა დამოუკიდებელი პროფკავშირის ფედერაციის განყოფილების გამგე; 1990-1991წწ. საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი: მაჟორიტარი, თბილისის სამგორის N19 საარჩევნო ოლქი; ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი). სახელმწიფო გადატრიალების (1991-1992 დეკემბერ-იანვარი) შემდეგ განიცდიდა პოლიტიკურ დევნას; დევნილი უზენაესი საბჭოს გროზნოს (1992-1993), ზუგდიდის (1993), თბილისის (1998-2005) სესიების მონაწილე; 2000-2006წწ. ცხოვრობდა საფრანგეთში პოლიტიკური დევნილის სტატუსით. 2006 წლიდან ცხოვრობს საქართველოში. წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/კობა ამირხანაშვილი.- თბ.,2015.-გვ. 202 Member of Organizations
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |