Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გრიგოლ რუსო![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის პოლიტექნიკური ინსტიტუტის მექანიკა-მანქანათმშენებლობის ფაკულტეტი 1972 წელს და სწავლა II კურსიდან გააგრძელა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტზე ოკეანოლოგიის სპეციალობით, რომელიც დაამთავრა 1976 წელს. მუშაობდა ზღვისა და მდინარეების სანაპირო ზონის მორფოდინამიკაზე: 1972-1976წწ. ბიჭვინთაში; 1976-1978წწ. ბათუმში; 1978-1981წწ. სოხუმში; 1981-1982წწ. გუდაუთაში; 1982-1985წწ. ოჩამჩირეში; 1985-2001წწ. ბათუმში; შემდეგ, აჭარის ნაპირების მონიტორინგის უფროსია. იგი სამეცნიერო მივლინებით იყო უკრაინაში, რუსეთში, თურქეთში, კუბაში (1988, 1989, 1990), იტალიაში (1991), აშშ-ში (1998). 1998-2000წწ. მსოფლიო ბანკის პროექტის "საქართველოს სანაპიროს ინტეგრირებული მართვა" მე-5 კომპონენტის მენეჯერის მოადგილეა (ფოთი, ბათუმი); 1996 წლიდან მდინარე ჭოროხზე კაშხლების მშენებლობის შესაძლო ნეგატიური გავლენის შემსწავლელი საქართველო-თურქეთის ერთობლივი ტექნიკური ჯგუფის ექსპერტია. გამოქვეყნებული აქვს სამეცნიერო ნაშრომები, რომელთა უმეტესობა საზღვარგარეთაა დაბეჭდილი. სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების ანგარიშის ავტორი და თანაავტორია. ამ საკითხებზე მას დამთავრებული აქვს საკვალიფიკაციო ნაშრომი. ოკეანოლოგი. წყარო: ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.224-225
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |