შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
იოსებ სალუქვაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი საზღვარგარეთის ქვეყნების ეკონომიკური გეოგრაფიის სპეციალობით 1979 წელს; 1979-1983წწ. გაიარა ასპირანტურის კურსი. 1983-1988წწ. - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო-კვლევითი ნაწილის უფროსის მოადგილე; 1988-2000წწ. კათედრის დოცენტი, ხოლო 2000 წლიდან კათედრის გამგე; 1993-1995წწ. მიწის რესურსების სამმართველოს უფროსი (მერია); 1995-1997წწ. მარკეტინგის სამმართველოს უფროსი, ავიაკომპანია "ორბი-საქართველოს ავიახაზები"; 2002 წლიდან მიუნხენის (გერმანია) ტექნიკური უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი, სამაგისტრო პროგრამა მიწის მენეჯმენტსა და მიწათსარგებლობაში; 1988-1989წწ. სტაჟირება გაიარა ლოძის (პოლონეთი) უნივერსიტეტში, ეკონომიკური გეოგრაფიისა და სივრცითი ორგანიზაციის ინსტიტუტში; 1991-1992წწ. სტოკჰოლმის (შვედეთი) უნივერსიტეტის საზოგადოებრივი გეოგრაფიის კათედრაზე და ლუნდის (შვედეთი) უნივერსიტეტის სოციალური და ეკონომიკური გეოგრაფიის კათედრაზე (შვედური ინსტიტუტის სტიპენდიის მფლობელი, მკვლევარი); 1998-1999წწ. მასაჩუსეტსის (აშშ) ტექნოლოგიური ინსტიტუტის ურბანული კვლევებისა და დაგეგმვის კათედრაზე ურბანული და რეგიონალური კვლევის სპეციალურ პროგრამა (ფულბრაიტის სტიპენდიის მფლობელი). 1996-2000წწ. გერმანია-საქართველოს ერთობლივი პროექტის "ქალაქ თბილისის მიწის მენეჯმენტი" თანახელმძღვანელი; 2000 წლიდან ასევე, გერმანულ-ქართული ერთობლივი პროექტის "საქართველოს მიწის კადასტრი და რეგისტრაცია" - თანახელმძღვანელი. მის სადისერტაციო ნაშრომში გაანალიზებულია თბილისის ტერიტორიის ფუნქციური და მორფოლოგიური სტრუქტურა, მიწის გამოყენების ინტენსივობა, სივრცითი განვითარების პერსპექტივები. მისი კვლევის ძირითადი სფეროებია: გეოურბანისტიკა, მიწათსარგებლობის პოლიტიკა და მიწის მენეჯმენტი, გეოგრაფიული ინფორმაციული სისტემები (გის), კულტურის გეოგრაფია. გამოქვეყნებული აქვს სამეცნიერო ნაშრომები, რომლებიც ძირითადად ეხება ქალაქების ტერიტორიულ სტრუქტურას, მიწის გამოყენების თავისებურებებს, დასახლებული პუნქტების სივრცით ორგანიზაციას. 2005 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის, საზოგადოებრივი გეოგრაფიის დეპარტამენტის სრული პროფესორი (2005-2006, 2010-2012 წლებში დეპარტამენტის ხელმძღვანელი); 2014 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე. ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის მიღებული აქვს Doing Business-ის (მსოფლიო ბანკისა და საერთაშორისო ფინანსური კორპორაციის ერთობლივი პროექტი) ჯილდო (2008). წყარო: ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.226-227; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი: tsu.ge ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |