შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნიკოლოზ საღარაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ხონი. 1898 წელს სასწავლებლად შევიდა ქუთაისის გიმნაზიაში. ფოტოგრაფია შეისწავლა თავის ნათესავთან, ალექსანდრე მიხაილოვთან, რომლის გარდაცვალების შემდეგ, 1912 წლიდან მისი საქმის გამგრძელებელი და სახელოსნოს მფლობელი გახდა. ნიკოლოზ საღარაძე იღებდა თითქმის ყველა მნიშვნელოვან კულტურულ მოვლენას, რაც ქუთაისში იმართებოდა. 1934 წელს საცხოვრებლად თბილისში გადავიდა. 1936-1944წწ. მუშაობდა "სოიუზფოტოში" (საკავშირო ცენტრალიზებული ფოტოორგანიზაცია) ხოლო შემდეგი ათი წლის განმავლობაში იყო პიონერთა სასახლის ფოტოკაბინეტის პედაგოგი. ნიკოლოზ საღარაძემ ალექსანდრე მიხაილოვისა და მის მიერ გადაღებული ფოტოები, სულ 8496 პოზიტივი და ნეგატივი გადასცა საქართველოს ეროვნულ არქივს, ეს კოლექცია ცნობილია მიხაილოვ-საღარაძის კოლექციის სახელით. კოლექციაშია XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე გადაღებული ფოტოები, მათ შორის ცნობილი ადამიანების: იმერეთის ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე), კომპოზიტორი კოტე ფოცხვერაშვილი, აკაკი წერეთელი, შალვა დადიანი, ლადო ალექსი მესხიშვილი, მარო მდივანი და სხვ. კოლექციის ძირითადი ნაწილი გაუშიფრავია და წარმოადგენს დასავლეთ საქართველოში იმ დროისათვის მცხოვრებთა ეთნოგრაფიულ სურათს; წარმოდგენილია სხვადასხვა ასაკის, პროფესიის, სოციალური ფენის და ეთნიკური წარმოშობის ადამიანთა ინდივიდუალური და ჯგუფურ პორტრეტები. წყარო: ნიკოლოზ საღარაძე, 1877-1963 : საქ. ეროვნ. არქივის ფოტოკოლექცია.-თბ.,2014; საქართველოს ეროვნული არქივი: archive.gov.ge
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |