Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
მანანა სალუქვაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ლიხაური, ოზურგეთის რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი ინჟინერ-მეტეოროლოგის სპეციალობით 1974 წელს. მუშაობა დაიწყო ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტში გლაციოლოგიის ლაბორატორიაში. გამოქვეყნებული აქვს სამეცნიერო ნაშრომები. მისი ნაშრომები ეხება თანამედროვე გლაციოლოგიურ საკითხებს, კერძოდ თოვლის ზვავების წარმოქმნის, რეჟიმისა და გავრცელების თავისებურებებს. მუშაობს საქართველოს ტერიტორიაზე თოვლის ზვავების რაოდენობრივი მახასიათებლების ცვალებადობის დადგენაზე, მოსახლეობის საშიში ზვავშემკრებების, ზვავსაშიში დასახლებული პუნქტებისა და სახალხო ობიექტების გამოვლენაზე. გლაციოლოგი, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტის წყლის რესურსებისა და ჰიდროლოგიური პროგნოზების განყოფილების უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, გეოგრაფიის აკადემიური დოქტორი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "კატასტროფული ზვავების გავრცელება საქართველოს ტერიტორიაზე და მათი მასიური ჩამოსვლის წინასწარმეტყველების მეთოდები". წყარო: ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.227-228; tbilisi.media/persona Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |