The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



რევაზ სამუკაშვილი

რევაზ სამუკაშვილი
Date of birth:15 June, 1932  (92 years)
Category:Geographer, Scientist, Educator, Physicist

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი სნო, ყაზბეგის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი გეოფიზიკოსის სპეციალობით 1955 წელს.

1955-1956წწ. მუშაობდა ჯვრის უღელტეხილის მეტეოროლოგიურ სადგურში ტექნიკოს-აეროლოგად და მეტეოდამკვირვებლად; 1956 წელს რვაწლიან სკოლაში ფიზიკისა და მათემატიკის მასწავლებლად; 1957-1860წწ. - დედოფლისწყაროს საშუალო სკოლაში; 1990 წელს მუშაობა დაიწყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტში; 1960-1989წწ. მაღალმთიან გეოფიზიკურ ინსტიტუტში იალბუზის ობსერვატორიაში (ქ. ნალჩიკი); 1989-1990წწ. ქ. სევასტოპოლში წაყინვების და ნისლის ლაბორატორიის გამგედ. გამოქვეყნებული აქვს 100-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი, რომლებიც ეხება წყალსაცავების გავლენის პრობლემებს გარემოს კლიმატზე, საქართველოს კლიმატურ მახასიათებლებს, კავკასიის რადიაციული რეჟიმის პრობლემებს, აგრეთვე მთიანი მყინვარების აბლაციის საკითხებს, კავკასიის ტერიტორიაზე ჰელიოენერგეტიკული რესურსების და თოვლის საფარის რადიაციული მახასიათებლების კვლევას. გეოგრაფიულ მეცნიერებათა დოქტორი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "დიდი კავკასიონის ჩრდილო ფერდობის რადიაციული რეჟიმი", დაიცვა 1971 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "კავკასიის რადიაციული რეჟიმის დახასიათება და ჰელიორესურსების გამოყენების პერსპექტივები", დაიცვა 1998 წელს.

წყარო: ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.228

Bibliography


Share: