The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



თენგიზ სანებლიძე

თენგიზ სანებლიძე
დაბადების თარიღი:31 მაისი, 1943  (81 წლის)
კატეგორია:გეოგრაფი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა ალ. პუშკინის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტი გეოგრაფიის სპეციალობით 1972 წელს.

მუშაობა დაიწყო საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტში საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობის კათედრაზე ასისტენტად, შემდეგ უფროს მასწავლებლად და დოცენტად; 1970-1985წწ. შეთავსებით მუშაობდა თბილისის საექსკურსიო-სამოგზაურო ბიუროში ექსკურსიამძღოლად; 1974 წლიდან იყო ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტის მაძიებელი. გამოქვეყნებული აქვს სამეცნიერო ნაშრომები, მათ შორის, მონოგრაფია. მათში განხილულია ბუნებრივ-გეოგრაფიული და სოციალურ-ეკონომიკური წანამძღვრები, აგრორეკრეაციული კომპლექსების ფორმირება, ზოგადი კანონზომიერებები, თავისებურებები და მათი ფუნქციონირება ქვეყანაში. მოცემულია საქართველოს აგრორეკრეაციული კომპლექსების განვითარებისა და სრულყოფის პერსპექტივები. გეოგრაფიულ მეცნიერებათა კანდიდატი, დოცენტი (1991).

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "სოფლის მეურნეობის განვითარება და სპეციალიზაცია რეკრეაციულ რეგიონებში (საქართველოს მაგალითზე)",  დაიცვა 1989 წელს.

წყარო: ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.228-229


გააზიარე: