The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ზუზუ ბეჟაშვილი

ზუზუ ბეჟაშვილი
Legal name:ზაზა
Date of birth:1 June, 1976
Date of death:17 August, 2018  (at 42 years)
Burial location:მუხათგვერდის სასაფლაო, თბილისი
Category:Actor/Actress

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

ბავშვობიდან სურდა მომღერალი გამოსულიყო, საესტრადო სასწავლებელშიც სწავლობდა, თუმცა მოგვიანებით სამსახიობოზე ჩააბარა. პირველი მნიშვნელოვანი როლი მიიღო 2009 წელს, როდესაც ფილმში "გოგონა სლაიდიდან", მთავარ როლი შეასრულა; 2012 წელს მსახიობს კვიპროსის მეექვსე საერთაშორისო კინოფესტივალზე, მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის, ფესტივალის მთავარი პრიზი გადაეცა ფილმისთვის "განყოფილება", რომელიც აზერბაიჯანელი რეჟისორის, ილგარ საფატის დადგმულია; 2012–2013წწ. თამაშობდა პოპულარულ ქართულ სერიალში "ჩემი ცოლის დაქალები", სადაც ფილმის ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟის, კატო კირვალიძის (ნინო გაჩეჩილაძე) პირველი ქმრის როლს ასრულებდა. როლმა მსახიობს პოპულარობა და ქართველი მაყურებლების სიყვარული მოუტანა; 2013 წელს ბეჟაშვილმა ერთ-ერთი მთავარი როლი შეასრულა უკრაინის, საქართველოს, სომხეთის და საფრანგეთის კინემატოგრაფისტთა ერთობლივი ფილმში "ფარაჯანოვი"; 2016 წელს ითამაშა ეპიზოდური როლი რეზო ესაძის ფილმში  "თვე, როგორც ერთი დღე"; მსახიობმა უკანასკნელად ითამაშა ერეკლე ბადურაშვილის თურქულ-ქართულ ფილმში "ხიდი", სადაც მას პარტნიორობას მსახიობები მურატ ილდირიმი, ნინი ბადურაშვილი, ზურა ყიფშიძე, ზურაბ ცინცქილაძე, ქრისტინე იმედაძე, გიორგი გურგულია და დათო დვალიშვილი უწევენ. ფილმი ორ სხვადასხვა ქვეყანაში დაბადებულ ძმაზე და საბჭოთა ტერორზე გვიამბობს, ბეჟაშვილმა სურათში "კაკებეშნიკის" როლი შეასრულა; მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის, ფილმისთვის "განყოფილება" მიღებული აქვს კვიპროსის მეექვსე საერთაშორისო კინოფესტივალის მთავარი პრიზი (2012). კინოსა და თეატრის მსახიობი.


Share: