შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
იოსებ საღინაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ლუხვანო, ცაგერის რაიონი. დაამთავრა ცაგერის ჰუმანიტარული ტექნიკუმი 1924 წელს; დაამთავრა თბილისის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი 1934 წელს. 1924-1927წწ. მასწავლებლად მუშაობდა სოფ. ლუხვანოს დაწყებით სკოლაში; 1927-1929წწ. ცაგერის რაიონის საცდელ-საჩვენებელი სკოლის გამგედ; 1930 წელს ცაგერის საშუალო სკოლაში გეოგრაფიის მასწავლებლად; 1934-1936წწ. მუშაობდა ცაგერის რაიონის განათლების განყოფილების სასკოლო ინსპექტორად; 1936-1938წწ. ცაგერის პედაგოგიურ და სასოფლო-სამეურნეო ტექნიკუმში ასწავლიდა გეოგრაფიას, მუშაობდა რაიონის მეთოდ-კაბინეტის გამგედ; 1938 წლიდან მუშაობდა ქუთაისის საელმწიფო პედაგოგიურ ინსტიტუტში; კითხულობდა ლექციების კურსს მინერალოგია-პეტროგრაფიასა და გეოლოგიაში საბუნებისმეტყველო-გეოგრაფიის ფაკულტეტზე; 1942-1947წწ. იყო ფაკულტეტის დეკანი. გამოქვეყნებული აქვს 50-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი, მათ შორის სახელმძღვანელოები და მონოგრაფიები. მისი სამეცნიერო თემატიკა ძირითადად მოიცავდა იმერეთის დანალექი და მაგმური ქანების მინერალოგიურ-პეტროგრაფიულ კვლევას. გეოლოგია-მინერალოგიის მეცნიერებათა კანდიდატი, დოცენტი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ქალაქ ქუთაისის რაიონის სამშენებლო მასალების მინერალოგიურ-პეტროგრაფიული დახასიათება", დაიცვა 1950 წელს. წყარო: ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.230 ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |