The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ეკა ჭყოიძე

ეკა ჭყოიძე
Date of birth:21 August, 1976  (48 years)
Category:Scientist, Philosopher

Biography

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი ახალი ბერძნული ენისა და ლიტერატურის სპეციალობით 1998 წელს.

1999 წელს სწავლა განაგრძო ქ. იოანინის უნივერსიტეტში (საბერძნეთი), ფილოსოფიის ფაკულტეტზე, შუა საუკუნეების შემსწავლელ მეცნიერებათა კათედრაზე, ბიზანტიის ისტორიის განყოფილებაში, სადაც 2001 წელს მიიღო მაგისტრის ხარისხი, ხოლო 2006 წელს, იმავე განყოფილებაზე დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე "ბიზანტია ქართული წყაროების მიხედვით (IX-XI საუკუნეების ქრონიკები და ჰაგიოგრაფიული ტექსტები)", ბერძნულად: "Το Βυζάντιο μέσα από τις γεωργιανές πηγές (Χρονικά, Βίοι Αγίων 9ος-11ος αι.)". საბერძნეთში სწავლისას მიღებული აქვს სტიპენდიები ა. ონასისის საქველმოქმედო და საბერძნეთის სახელმწიფო სასტიპენდიო ფონდებიდან; 2008-2009 სასწავლო წელს მუშაობდა პოსტდოქტორანტ მკვლევრად პრინსტონის უნივერსიტეტში (აშშ). მეორედ პოსტსადოქტორო სტიპენდია მიიღო 2012-2013 წლებში ათენის უნივერსიტეტის პლატონის აკადემიისა და ა. ონასისის საქველმოქმედო ფონდის ერთობლივი დაფინანსებით; 2008 წლიდან მუშაობს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში; იყო ჯერ ასისტენტ-პროფესორი, ხოლო 2013 წლიდან ასოცირებული პროფესორია; ქართველი ფილოსოფიის დოქტორი ბიზანტიის ისტორიის განხრით, ასოცირებული პროფესორი.

წყარო: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი: faculty.iliauni.edu.ge


Share: