The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნიკოლოზ ნათიძე (დეკანოზი)

ნიკოლოზ ნათიძე
სხვა სახელი:მელანია  (ფსევდონიმი)
დაბადების თარიღი:15 აგვისტო, 1853
გარდაცვ. თარიღი:4 თებერვალი, 1921  (67 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:მელაანის ეკლესია, გურჯაანის მუნიციპალიტეტი
კატეგორია:მწერალი, პედაგოგი, სასულიერო პირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ჩალაუბანი, ახლანდელი გურჯაანის მუნიციპალიტეტი.

დაამთავრა თელავის, შემდეგ თბილისის სასულიერო სემინარია 1873 წელს.

მასწავლებლობდა სოფელ ვეჯინში, მაგრამ სკოლის საპატიო მზრუნველ თავად მიხეილ ანდრონიკაშვილთან კონფლიქტის გამო პედაგოგობას თავი დაანება და 1885 წელს მღვდლად ეკურთხა; ჯერ ყარსის ოლქში განთავსებული მოზდოკის კაზაკთა პოლკის, შემდეგ კი გორის პოლკის მღვდლად მსახურობდა; 1904 წლიდან ცხოვრობდა თბილისში. ახლო ურთიერთობა ჰქონდა იმდროინდელ ქართულ ლიტერატურულ წრეებთან, განსაკუთრებით ვაჟა-ფშაველასთან; ახლოს იდგა ხალხოსნურ იდეოლოგიასთან; 1890-იან წლებში აქვეყნებდა მოთხრობებს ქართულ პრესაში. მათ შორის აღსანიშნავია: "ბნელო" (1891), "კრიალოსანი" (1894), "ნავარდობა" (1899-1900), "ქედნის ღუღუნი" (1904) და სხვ.

ბიბლიოგრაფია

  • ქედნის ღუღუნი : მოთხრობები (ავტორი). - თბილისი, ლიტერატურა და ხელოვნება, 1965. - 453გვ.
  • მამა ქრისტეფორე : მეფის ცენზურის მიერ აკრძალული და ახლად აღმოჩენილი მოთხრობა (ავტორი). - ტფილისი, 1934. - 43გვ.
  • გიორგი და გეურქა : ამბავი (ავტორი). - თბილისი, გამოცემა ჟურნალ "კლდისა", 1915. - 16გვ.
  • ბნელო : მოთხრობა (ავტორი). - თბილისი, ქართველი ამხანაგობის გამოცემა, N9 და მისივე სტ., 1891. - 180გვ.

გააზიარე: