The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ჯემალ შონია

ჯემალ შონია
Date of birth:13 August, 1947  (77 years)
Category:Poet, Politician, Philologist

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი საბერიო, გალის რაიონი.

დაამთავრა აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1970 წელს.

1971-1990წწ. გალის რაიონული გაზეთის რედაქციის ლიტმუშაკი, პასუხისმგებელი მდივანი; სამწერლო ასპარეზზე ჯემალ შონია მოსწავლეობის დროიდან გამოჩნდა; იგი არის რამდენიმე პოეტური კრებულისა და პუბლიცისტური წიგნის ავტორი, მათ შორისაა: "თეთრი და ცისფერი", "ხსოვნის სარკე", "მთვარის ქვა", "აფხაზეთში დაკრეფილი გვირილები", "ბესლეთის ხიდზე წარწერილი", "შენს საპოვნელად...", "წაუკითხავი"; 1990-1991წწ. საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი, საარჩევნო ბლოკი: "მრგვალი მაგიდა-თავისუფალი საქართველო", საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული, მაჟორიტარი გალის ჭუბურხინჯის 111 საარჩევნო ოლქიდან; ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი); შემდგომ მუშობდა თბილისში, გაზეთ "იბერია - სპექტრის კორესპონდენტად, პასუხისმგებელ მდივნად; გაზეთ "ეროვნული თანხმობის" პასუხისმგებელ მდივნად; ჟურნალ "მწერლობა XXI-ის" პასუხისმგებელ მდივნად; არის საზოგადოებრივ ჟურნალ "მიჯნის" რედაქტორი.

წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.geსაქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015 / კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ. 362; ქართველი პოეტები : ენციკლოპედია / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა.-თბ.,2021.-349გვ.

Member of Organizations

  • საქართველოს მწერალთა კავშირი, წევრი
  • საქართველოს ჟურნალისტთა კავშირი, წევრი
  • საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭო, წევრი (1990-1991)
  • საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს ადამიანის უფლებთა და სამოქალაქო უფლებებისდაცვის კომისია, ქვეკომისიის თავმჯდომარე (1999-1991)

Awards and Honors

  • გიორგი შერვაშიძის სახელობის სახელმწიფო პრემია
    წაუკითხავი : ლექსები / ჯემალ შონია .- თბილისი : საუნჯე : ვაჟა წოწკოლაური, 2017.-182გვ.

Bibliography


Share: