The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ვალიკო ჩუბინიძე

ვალიკო ჩუბინიძე
Date of birth:1 May, 1891
Date of death:22 August, 1988  (at 97 years)
Burial location: ლევილის ქართულ სასაფლაო, საფრანგეთი
Category:Politician

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ქვაციხე, ახლანდელი ჭიათურის მუნიციპალიტეტი.

დაიბადა ღარიბი გლეხის ოჯახში. ყრმობის წლები შავი ქვის მაღაროებში გაუტარებია; აქვე ეზიარა მარქსისტულ იდეებს. 1900-1905წწ. მისი რევოლუციური ნათლობის წლებია; 1911 წელს აირჩიეს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის ჭიათურის კომიტეტის წევრად; პირველი მსოფლიო ომის დაწყებისთანავე ჯარში გაიწვიეს, იბრძოდა გერმანიისა და თურქეთის ფრონტებზე; 1917 წლის ბოლოს, ნიკოლოზ მეორის გადადგომისა და ფრონტის მოშლის შემდეგ, ჩავიდა თბილისში და ახლად შექმნილი სახალხო გვარდის წევრი გახდა; მონაწილეობდა გვარდიის ყველა ოპერაციაში, მათ შორის - არსენალის აღებაში; საქართველოს გასაბჭოების შემდეგ ის ემიგრაციაში არ წასულა, სამშობლოში დარჩა; განაახლა მუშაობა ჭიათურის მაღაროებში და არალეგალურად განაგრძო ბრძოლა საბჭოთა რეჟიმის წინააღმდეგ; აქტიურად მონაწილეობდა 1924 წლის აგვისტოს აჯანყებაში; ჭიათურელმა ამბოხებულებმა დიდ წარმატებას მიაღწიეს, თითქმის უსისხლოდ აიღეს ჭიათურა და მისი ახლომახლო სოფლები. თუმცა გამარჯვებას მხოლოდ 24 საათი ზეიმობდნენ; აჯანყების დამარცხების შემდეგ თბილისში ჩამოვიდა; აქაც არალეგალურად ცხოვრობდა, მაგრამ მიაგნეს და დაიჭირეს. პატიმრობაში დიდხანს არ ყოფილა, გაქცევა მოახერხა და თურქეთის გზით ემიგრაციაში წავიდა; მას საქართველოში დარჩა ოჯახი. 1926 წლიდან ცხოვრობდა პარიზში. მუშაობდა აკაკი ჩხენკელთან. 1933 წლიდან, მას შემდეგ, რაც საფრანგეთმა საქართველოს ემიგრანტი მთავრობის ლეგალიზაცია გააუქმა, ეწეოდა საცალო ვაჭრობას; 1956 წელს გამოსცა ნოე ჟორდანიას ემიგრაციაში დაწერილი ნაშრომები, ამავე დროს ნივთიერ დახმარებას უწევდა მას; მისი წერილები ხშირად იბეჭდებოდა საზღვარგარეთის ქართულ პრესაში. პარიზში ორ ტომად გამოსცა "მოგონებანი" (1938, 1953), რომელიც პირველწყაროს წარმოადგენს 1918–1921 წლებში საქართველოს დამოუკიდებლობის და 1924 წლის აჯანყების ისტორიისთვის; სოციალ-დემოკრატი, 1924 წლის აჯანყების მონაწილე, ქართული პოლიტიკური ემიგრაციის თვალსაჩინო წევრი.

წყარო: უცხოეთის ცის ქვეშ :ტ.3 /გურამ შარაძე.-თბ.,1993.-186-194

Member of Organizations

  • სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტია, წევრი (1911-)

Share: