შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
კოლა მაყაშვილი![]()
ბიოგრაფია1916-1917წწ. სწავლობდა სევასტოპოლის სამხედრო საავიაციო სასწავლებელსა და კავკასიის სამხედრო საავიაციო სკოლაში. სწავლობდა ციმბირის კადეტთა კორპუსში, შემდეგ პავლეს სამხედრო სასწავლებელში, რომლის დამთავრების შემდეგ მიიღო რუსეთის იმპერიის არმიის პორუჩიკის წოდება; იყო 43-ე საარტილერიო ბრიგადის შტაბს-კაპიტანი და მე-2 დივიზიონის ადიუტანტი; 1918 წლის ნოემბრიდან სამხედრო სკოლის ავიაციის უფროსი გახდა, შემდეგ კი სამხედრო საავიაციო გუნდის მეთაურის მოვალეობის შემსრულებლად დანიშნეს; მონაწილეობდა ბრძოლებში გაგრის, ახალციხის ფრონტებზე, ომებში სომხეთთან და საბჭოთა აზერბაიჯანთან; დაიღუპა საცდელი ფრენის დროს თბილისის მახლობლად; ერთ-ერთი პირველი ქართველი სამხედრო მფრინავი, მაიორი (1918). გენერალ აბელ მაყაშვილის შვილი. წყარო: საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ბლოგი: pirvelirespublika.blogspot.com; შეიარაღებული ძალები 1918-1921: legionerebi.com
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |