The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



დავით ჭოჭუა

დავით ჭოჭუა
Date of birth:11 August, 1982
Date of death:11 December, 2015  (at 33 years)
Category:Diplomat, Educator

Biography

ფონდ "ბილივის" თანადამფუძნებელი და "ალექსანდრე ქართველის საზოგადოების" ბორდის წევრი. 2012 წლის სექტემბრიდან ეკავა საგარეო საქმეთა სამინისტროს ამერიკის დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობა. სხვადასხვა პერიოდში მუშაობდა პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსის მოადგილედ, პარლამენტის თავმჯდომარის თანაშემწედ, ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის პროექტის ანალიტიკოსად. ასევე მუშაობდა ეუთოს გენერალური სამდივნოს ანტი-ტერორისტულ განყოფილებაში; საჯარო სექტორის გარდა, დავით ჭოჭუა მუშაობდა არასამთავრობო ორგანიზაციებში (2006-2007 წლებში იყო საქართველოს ატლანტიკური საბჭოს გენერალური მდივანი და საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის პროექტის ოფიცერი) და მასმედიაში (2003-2004 წლებში იყო "24 საათის" ინგლისური ვერსიის რედაქტორი); 2007 წლიდან  ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში, მათ შორის: GIPA, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს უნივერსიტეტი, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი, კავკასიის უნივერსიტეტი, თბილისის ღია სასწავლო უნივერსიტეტი; დავით ჭოჭუას ჰქონდა ბაკალავრის ხარისხი საერთაშორისო ურთიერთობებში (თსუ), მაგისტრის ხარისხი ევროკავშირის პოლიტიკაში (ლუნდის უნივერსიტეტი, შვედეთი) და მაგისტრის ხარისხი საერთაშორისო ურთიერთობებში (ვენის დიპლომატიური აკადემია/ვენის უნივერსიტეტი); იყო საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის დოქტორანტი. გაიარა არაერთი სასწავლო კურსი (აშშ, გერმანია, ისრაელი). გამოქვეყნებული აქვს პუბლიკაციები როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ (ჰოლანდია, ნორვეგია); დაწერილი აქვს ერთი რომანი ფენტეზის ჟანრში – "ალდენორი" (2015). დავით ჭოჭუას "ალდენორი" დაგეგმილი "სინათლის ორდენის ქრონიკების" პირველი წიგნი იყო, რომელსაც ბოროტ ძალასთან დაპირისპირებული ადამიანების ამბავი უნდა მოეთხრო; არარეალური სამყარო, სადაც მოქმედება ვითარდება, ყოველი ფეხის ნაბიჯზე ჩასაფრებულ საფრთხეს, შიშს, ღალატს, ერთგულებას, მეგობრობასა და სიყვარულს იტევს.

Awards and Honors

  • 1995 - მედალი "მხედრული მამაცობისთვის"

Bibliography


Share: