The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



თამარ სიხარულიძე

თამარ სიხარულიძე
დაბადების თარიღი:10 ოქტომბერი, 1910
გარდაცვ. თარიღი:20 დეკემბერი, 1991  (81 წლის ასაკში)
კატეგორია:გეოგრაფი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი გოგოლესუბანი, ჩოხატაურის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის საბუნებისმეტყველო ფაკულტეტი გეოგრაფიის პროფილით 1934 წელს.

1934-1938წწ. მუშაობდა ოზურგეთის საშუალო სკოლაში; 1942 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტურა. 1942-1959წწ. მუშაობდა გორის პედაგოგიურ ინსტიტუტში, ასრულებდა ფაკულტეტის დეკანის და კათედრის გამგის მოვალეობას; 1959-1966წწ. თბილისის სახელმწიფო პედაგოგიურ ინსტიტუტში იყო გეოგრაფიის კათედრის გამგე. მიღებული აქვს იაკობ გოგებაშვილის სახელობის პედაგოგიური საზოგადოების საპატიო სიგელი (1975). გეოგრაფიულ მეცნიერებათა კანდიდატი, დოცენტი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "აფხაზეთის ასსრ ფიზიკურ-გეოგრაფიული დახასიათება", დაიცვა 1949 წელს. 

წყარო: ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.234


გააზიარე: