The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გია სოფაძე

გია სოფაძე
დაბადების თარიღი:10 დეკემბერი, 1960  (64 წლის)
კატეგორია:გეოგრაფი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი გეოგრაფ-ლანდშაფტმცოდნეობის სპეციალობით 1982 წელს.

მუშაობა დაიწყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტზე მეცნიერ თანამშრომლად; საქართველოს გეოგრაფიის კეთედრის დოცენტად. არის ეკოლოგიური გაზეთის "ზღვისპირეთის" რედაქტორი, რადიაციული და ტოქსიკური დაბინძურების კომპიუტერული ატლასის შექმნის პროექტის კოორდინატორი; 1999 წლიდან მრავალი საერთაშორისო პროექტის ხელმძღვანელი; 2001 წლიდან არასამთავრობო ორგანიზაცია მდგრადი განვითარების კავშირის "ეკოხედვის" რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს სამეცნიერო ნაშრომები, რომლებიც შეეხება ლანდშაფტმცოდნეობისა და გარემოს დაცვის საკითხებს. გეოგრაფიის დოქტორი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "კოლხური ლანდშაფტების სეზონური დინამიკა", დაიცვა 1989 წელს.

წყარო: ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.234; წიგნი ღირსებისა: ტ. 5/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ. 214

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს ალექსანდრე ჯავახიშვილის სახელობის გეოგრაფიული საზოგადოება, გამგეობის წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2000 - ღირსების მედალი

გააზიარე: