The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



იანინა სულაქველიძე

იანინა სულაქველიძე
დაბადების თარიღი:25 ოქტომბერი, 1944
გარდაცვ. თარიღი:7 მარტი, 1993  (48 წლის ასაკში)
კატეგორია:გეოგრაფი, მეცნიერი, მწერალი, ფიზიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი გეოფიზიკის სპეციალობით 1967 წელს.

1970 წლიდან მუშაობდა გეოფიზიკის კათედრაზე. გამოქვეყნებული აქვს 50 სამეცნიერო ნაშრომი, რომლებიც ეძღვნება ატმოსფეროში მიმდინარე თერმოდინამიკურ საკითხებს, ღრუბლებზე აქტიურ ზემოქმედებას, თავსხმა ნალექების წარმოშობასა და განაწილების თავისებურებებს და სხვ. ეწეოდა სალიტერატურო მოღვაწეობას. გამოქვეყნებული აქვს რამდენიმე ნოველა. გეოგრაფიულ მეცნიერებათა დოქტორი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "კონვექტური ღრუბლების განვითარების თერმოდინამიკური პირობები", დაიცვა 1971 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "თავსხმა წვიმები მთიან ქვეყნებში", დაიცვა 1990 წელს.

წყარო: ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.236-237

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: