The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



რუსტამ რაზა

რუსტამ რაზა
Other name:რუსტამ-რაზა
რუსტამი
რუსტანი
Date of birth:1783
Date of death:7 December, 1845  (at 62 years)
Category:Historical Person, Military Person

Biography

საფრანგეთის იმპერატორის, ნაპოლეონ I-ის პირადი მცველი მამლუქი წარმოშობით საქართველოდან, თბილისელი სომეხი. ქართულ ლიტერატურაში ზოგჯერ შეცდომით მიიჩნევა ქართველ როსტომ რაზმაძედ. ბავშვობაში რუსტამი გაიტაცეს და მონად გაყიდეს კაიროში. 1798 წელს ახალგაზრდა რუსტამი ადგილობრივმა შეიხმა ფრანგული საექსპედიციო არმიის მთავარსარდალს, გენერალ ნაპოლეონ ბონაპარტეს აჩუქა. მას შემდეგ რუსტამი ნაპოლეონს ყველა სამხედრო ექსპედიციაში მუდმივად თან ახლდა. 1814 წელს დაქორწინდა, რის გამოც გადამდგარ იმპერატორს მის პირველ გადასახლებაში კუნძულ ელბაზე ვერ გაყვა. ამის გამო 1815 წელს ხელისუფლებაში ნაპოლეონის ხანმოკლე დაბრუნების პერიოდში ("ასი დღე") შერისხული იყო. შემდგომში ცხოვრობდა ცოლის მამულში და გარდაიცვალა ქ. დურდანში. დატოვა მოგონებები, რომელიც პირველად 1888 წელს დაიბეჭდა (ქართული თარგმანი 2012 წ.).

წყარო: ჩვენი საუნჯე: saunje.ge; samxedro-istoria.

Bibliography


Share: