Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ალექსანდრე ტერელაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ბათუმი. 1943 წელს ჩააბარა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის პედაგოგიურ ინსტიტუტში, საიდანაც 1945 წელს გადმოვიდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტზე და 1948 წელს გეოგრაფიის სპეციალობით დაამთავრა. 1948-1952წწ. სწავლობდა ასპირანტურაში პროფესორ ბ. დობრინინის ხელმძღვანელობით. პედაგოგიური მოღვაწეობა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკური გეოგრაფიის კათედრაზე დაიწყო. მის სადისერტაციო ნაშრომში მოცემულია იმ დროისათვის ნაკლებად შესწავლილი აჭარისა და ანატოლიის (აზიური თურქეთის) ჩრდილო-აღმოსავლეთი ნაწილის ფიზიკურ-გეოგრაფიული (ლანდშაფტები) დახასიათება. სამუშაო შესრულდა საველე დაკვირვებებისა და ლიტერატურულ წყაროების ანალიზისა და განზოგადების საფუძველზე. მისი ხანგრძლივი კვლევის ობიექტს წარმოადგენდა საქართველოს ნოტიო სუბტროპიკებისა და სამხრეთ საქართველოს ვულკანური მთიანეთის ბუნება წინააზის მიმდებარე ტერიტორიებით. მას ეკუთვნის ამ რეგიონებისადმი მიძღვნილი 40-მდე ნაშრომი, რომელთა დიდი ნაწილი გამოქვეყნებულია. გეოგრაფიულ მეცნიერებათა კანდიდატი, დოცენტი (1965). საკანდიდატო დისერტაციის თემა - "აჭარისა და ჩრდილო-აღმოსავლეთ ანატოლიის ფიზიკურ-გეოგრაფიული დახასიათება", დაიცვა 1962 წელს. წყარო: ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.240-241
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |