The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ალექსანდრე ტერელაძე

ალექსანდრე ტერელაძე
დაბადების თარიღი:18 აპრილი, 1922
გარდაცვ. თარიღი:1 მარტი, 1976  (53 წლის ასაკში)
კატეგორია:გეოგრაფი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ბათუმი.

1943 წელს ჩააბარა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის პედაგოგიურ ინსტიტუტში, საიდანაც 1945 წელს გადმოვიდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტზე და 1948 წელს გეოგრაფიის სპეციალობით დაამთავრა. 1948-1952წწ. სწავლობდა ასპირანტურაში პროფესორ ბ. დობრინინის ხელმძღვანელობით.

პედაგოგიური მოღვაწეობა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკური გეოგრაფიის კათედრაზე დაიწყო. მის სადისერტაციო ნაშრომში მოცემულია იმ დროისათვის ნაკლებად შესწავლილი აჭარისა და ანატოლიის (აზიური თურქეთის) ჩრდილო-აღმოსავლეთი ნაწილის ფიზიკურ-გეოგრაფიული (ლანდშაფტები) დახასიათება. სამუშაო შესრულდა საველე დაკვირვებებისა და ლიტერატურულ წყაროების ანალიზისა და განზოგადების საფუძველზე. მისი ხანგრძლივი კვლევის ობიექტს წარმოადგენდა საქართველოს ნოტიო სუბტროპიკებისა და სამხრეთ საქართველოს ვულკანური მთიანეთის ბუნება წინააზის მიმდებარე ტერიტორიებით. მას ეკუთვნის ამ რეგიონებისადმი მიძღვნილი 40-მდე ნაშრომი, რომელთა დიდი ნაწილი გამოქვეყნებულია. გეოგრაფიულ მეცნიერებათა კანდიდატი, დოცენტი (1965).

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "აჭარისა და ჩრდილო-აღმოსავლეთ ანატოლიის ფიზიკურ-გეოგრაფიული დახასიათება", დაიცვა 1962 წელს.

წყარო: ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.240-241


გააზიარე: