The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ზურაბ ტიელიძე

ზურაბ ტიელიძე
Date of birth:10 October, 1946  (78 years)
Category:Geographer, Scientist, Educator, Athlete

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ზერტი, გორის რაიონინი.

დაამთავრა გორის ნიკოლოზ ბარათაშვილის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის გეოგრაფია-ბიოლოგიის ფაკულტეტი გეოგრაფიის სპეციალობით 1969 წელს.

1969 წელს მუშობას იწყებს სოფ. ნაკიფუს (წალენჯიხის რ-ნი) საშუალო სკოლაში გეოგრაფიის მასწავლებლად, საიდანაც გაიწვიეს სამხედრო სამსახურში. დემობილიზაციის შემდეგ მუშაობას იწყებს გორის პედაგოგიური ინსტიტუტის გეოგრაფიის კათედრაზე ლაბორანტად, ხოლო შემდეგ, ამავე ინსტიტუტის კადრებისა და სპეციალური განყოფილების უფროსია; 1981-1984წწ. სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტურის დაუსწრებელ განყოფილებაზე ეკონომიკური და სოციალური გეოგრაფიის განხრით. მუშაობს გორის სახელმწიფო ეკონომიკური ინსტიტუტის საწარმოო ძალთა განლაგებისა და ბუნებათსარგებლობის ეკონომიკის კათედრაზე დოცენტის თანამდებობაზე. არის საბუნებისმეტყველო და ფილოლოგიის გაერთიანებული ფაკულტეტის დეკანი. პედაგოგიურ საქმიანობასთან ერთად ეწევა სამეცნიერო მუშობას, რომელიც ეხება რესპუბლიკის სოფლის მეურნეობას, კერძოდ, მიწის ფონდის ეკონომიკურ-გეოგრაფიულ პრობლემებს. მეცნიერულ კვლევაში გაშუქებულია ასევე რესპუბლიკის მტკივნეული აგრარულ-ეკოლოგიური პრობლემებიც. ამ საკითხთან დაკავშირებით გამოქვეყნებული აქვს 30-მდე სამეცნიერო ნაშრომი. ცალკეული საჟურნალო და საგაზეთო წერილებში გეოგრაფიისა და მისი სწავლების აქტუალურ საკითხებს აშუქებს. ამასთან არის საქართველოს ჩემპიონი ქართულ ჭიდაობაში. აქვს წერილები გამოქვეყნებული ქართული ჭიდაობის შესახებ. თავის ნიჭს ავლენს პოეზიაშიც. გეოგრაფიულ მეცნიერებათა დოქტორი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "საქართველოს დასავლეთის ეკონომიკური რაიონის სოფლის მეურნეობის ტერიტორიული ორგანიზაციის გეოგრაფიული საფუძვლები", დაიცვა 1988 წელს.

წყარო: ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.241

Bibliography


Share: