The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



მგელიკა ლიქოკელი

მგელიკა ლიქოკელი
Date of birth:18??
Date of death:1935
Category:Humanitarian

Biography

მგელიკა ლიქოკელი - ხევსური დასტაქარი, რომელსაც გრიგოლ რობაქიძე ჯადოსანს (მისტიური რომანი "ენგადი",1932 წელიუწოდებდა.  მგელიკა ხევსურეთში 1870-1930 წლებში ექიმობდა. ქართული მედიცინის ისტორიის სახელმწიფო მუზეუმში დაცული ჩანაწერებიდან ირკვევა, რომ მგელიკა ლიქოკელი თავის ქალის ოპერაციებს ანესთეზიის გარეშე, დაუხმარებლად აკეთებდა და ოთხ საათში ამთავრებდა პაციენტის თავის ქალის ტრეპანაციას. "მას ოპერაცია გაუკეთებია მკერდის არეში ძვლის ტუბერკულოზით დაავადებული ქალისთვის, 7 ნეკნი ამოუჭრია და ის სრულიად ჯანმრთელია, აგრეთვე მუცლისა და გულმკერდის არეში ტყვიით დაჭრილი ბევრი განუკურნავს, ახლა ამ მოხუცი ექიმის ქირურგიულ იარაღებს აღარ იკითხავ? ღმერთმანი, როცა მისი უბრალო ჩაქუჩები, მახათები, დანები ვნახე, მეწაღედ უფრო ვიწამე, ვინემ ექიმად. ამ იარაღებით მას თავის ქალის ტრეპანაცია გაუკეთებია. მგელიკას თურმე არასოდეს უსწავლია. სახელგანთქმულ მამამისს ეხმარებოდა ექიმობაში და შემდეგ თვითონაც ექიმობა ირჩია", - წერდა პოლონელი მწერალი და ჟურნალისტი ჰელენა ბობინსკა.  ხევსურ ექიმთა შორის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული დასტაქრის, მგელიკა ლიქოკელის შესახებ დაწვრილებითი მონაცემები აქვს გამოქვეყნებული ექიმ გიორგი თედორაძეს თავის წიგნში "ხუთი წელი ფშავ-ხევსურეთში". გიორგი თედორაძე ხევსურეთში სამუშაოდ XX საუკუნის 20-იან წლებში მიუვლენიათ, როცა გიორგი თედორაძე მგელიკას შეხვდა, ლიქოკელი უკვე 83 წლის იყო და მაშინაც მეტად რთულ ოპერაციებს აკეთებდა. მგელიკა ლიქოკელი ოპერაციებს ფოლადისგან და ძვლისგან დამზადებული ხელნაკეთი ინსტრუმენტებით აკეთებდა. ამ ნივთებსაც თავად ამზადებდა და რამდენიმე ინსტრუმენტი, რომელიც შემორჩა, სოფელ კორშას მუზეუმშია დაცული. სახალხო მკურნალი, ხევსური დასტაქარი.

წყარო: qartuliazri.reportiori.gemtisambebi.geambebi.geintermedia.ge


Share: