The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გიორგი თუხარელი

გიორგი თუხარელი
Date of birth:25 August, 1908
Date of death:10 September, 1942  (at 34 years)
Category:Engineer

Biography

დაიბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაიბადა რკინიგზის ინჟინრის ივანე თუხარელის ოჯახში; 1928 წელს გაემგზავრა პარიზში სწავლის გასაგრძელებლად; პარიზში ჩასვლისას ის აქტიურად ჩაება ქართული ემიგრაციის კულტურულ, პოლიტიკურ და სპორტულ ცხოვრებაში; შეუერთდა ქართული შევარდენის ემიგრანტულ საფეხბურთო ნაკრებს, გახდა ქაქუცა ჩოლოყაშვილის შეფიცულის, შალვა ნებიერიძის მიერ 1931 წელს დაარსებულ ქართულ ემიგრანტულ დრამატულ დასის წევრი; იყო ემიგრაციის ახალგაზრდული ნაწილის აქტიური წევრი, მონაწილეობდა ემიგრანტთა დასახმარებლად გამართულ საქველმოქმედო ღონისძიებებში; 1930-იან წლებში გიორგი ეუფლება ინჟინრის სპეციალობას და მუშაობას იწყებს ფრანგულ საინჟინრო კომპანიაში; 1939 წელს მიხეილ კედიას შუამდგომლობით შევიდა შტუტგარტის სამხედრო სკოლაში; 1941 წელს ის უერთდება ახლად ჩამოყალიბებულ სამხედრო-პატრიოტულ ორგანიზაცია "თამარ-I"-ს, რომლის მთავარი მიზანი იყო ემიგრანტი ქართველების დახმარებით საქართველოს ტერიტორიაზე აჯანყების მოწყობა და ეროვნული მთავრობის ჩამოყალიბება; "თამარ I"-ის შენაერთი მეორე მსოფლიო ომში ჩაება 1942 წელს; გიორგი თუხარელი გმირულად დაიღუპა 1942 წლის სექტემბერში. ქართველი ემიგრანტი პარიზში, პატრიოტული სამხედრო ორგანიზაცია "თამარ I"-ის მებრძოლი.

წყარო: ქართველები უცხოეთში = Georgians abroad / რუსუდან დაუშვილი, გრიგოლ კალანდაძე, რუსუდან კობახიძე და სხვ.:წ.1.-თბ.,2012.-გვ.102-103


Share: