The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ჯაბა კილაძე

ჯაბა კილაძე
Legal name:გიორგი კილაძე
Date of birth:24 August, 1981  (43 years)
Category:Actor/Actress

Biography

2009 წლიდან მარჯანიშვილის თეატრის მსახიობია. განსაკუთრებული პოპულარობა მოიპოვა ტელესერიალ "შუა ქალაქში", რომელიც ტელეკომპანია იმედის ეთერში 2007–2013 წლებში გადიოდა;მრავალი როლი აქვს შესრულებული მარჯანიშვილის თეატრის სცენაზე: ტარიელი ("იდიოკრატია" - ავთო ვარსიმაშვილი, რეჟ.: ა. ვარსიმაშვილი), იოსები ("კავკასიური ცარცის წრე" - ბრეხტი, რეჟ.: ა. ვარსემაშვილი), ჯორჯი ბიჭი ("მექანიკური ფორთოხალი" - ენტონი ბერჯესი, რეჟ.: ა. ვარსიმაშვილი), თავადი გურიელი ("მშვენიერი ქართველი ქალი" - გოლდონი, რეჟ.: ა. ვარსიმაშვილი), ნიკა ("ძმები" - ლუკინო ვისკონტის ფილმის "ძმების" მიხედვით, რეჟ.: ა. ვარსიმაშვილი), გეგა კობახიძე ("ჯინსების თაობა"- დ. ტურაშვილი, რეჟ.: დ. დოიაშვილი), კლარენსი ("რიჩარდ მესამე" - უ. შექსპირი, რეჟ.: ა. ვარსიმაშვილი), ჯაბრაილი ("საქართველოს უკანასკნელი დედოფალი" - ჯ. იოსელიანი, რეჟ.: მ. კუჭუხიძე), თეოფილე ("სამგროშიანი ოპერა" - ბრეხტი, რეჟ.: გ. ჟორდანია), პრინცი ტარტალია ("ფორთოხალი, ფლეიტა და...", რეჟ.: გ. ჟორდანია), ხუან დე სანტალიანა ("შვიდი ძახილი ოკეანეში" - კასონა, რეჟ.: ც. კობიაშვილი), ლეანდრი ("ძალად ექიმი", რეჟ. გ. ჟორდანია), სილოვანი ("უფროსი ვაჟი" - ალექსანდრე ვამპილოვი, რეჟ. ჯ. პაპუაშვილი), უფროსი ძმა ("ევრო ჯორჯია" - დ. ტურაშვილი, ა. ჟალიცა, რეჟ.: ლ. ჭინჭარაული), წარმომადგენელი პანსიონატიდან ("დოდოს მოლოდინში" - დ. ტურაშვილი, რეჟ.: ვ. ჯუღელი), ურჩი შვილი, მამალი ("ფრინველები" - არისტოფანე, რეჟ.: დ. პაპავა) და სხვ. მონაწილეობა მიიღო ფილმებში: "16+" (2006), "იდიოტოკრატია" (2008), "მაიტა ნასოსი", "ერთხელ შუა ქალაქში", ასევე სერიალში "მტვრის გემო" (2010). კინოსა და თეატრის მსახიობი.

წყარო: კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი: marjanishvili.com


Share: