The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



დალი ჩიკვილაძე

დალი ჩიკვილაძე
დაბადების თარიღი:1 ოქტომბერი, 1935
გარდაცვ. თარიღი:9 მაისი, 2020  (84 წლის ასაკში)
კატეგორია:მეცნიერი, მკვლევარი, პედაგოგი, ჟურნალისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის ჟურნალისტიკის განყოფილება 1958 წელს.

1961 წელს ჩაირიცხა თსუ–ს ასპირანტურაში ჟურნალისტიკის ისტორიის სპეციალობაზე (ჟურნალისტიკის ფაკულტეტის პირველი ასპირანტი), მისი საკვლევი თემა იყო სრულიად შეუსწავლელი ჟურნალი "კრებული", რომლის ფაქტიური რედაქტორი იყო ნიკო ნიკოლაძე და გამოდიოდა 1871–1873 წლებში. 1963 წლის 14 სექტემბერს აირჩიეს ჟურნალისტიკის კათედრის უფროს მასწავლებლად, შემდეგ დოცენტად, 1991 წელს კი ჟურნალისტიკის ისტორიის კათედრის გამგედ. 48 წლის განმავლობაში ასწავლიდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქართული ჟურნალისტიკის ისტორიას. 2010 წლიდან იყო გურამ თავართქილაძის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტის სრული პროფესორი. დალი ჩიკვილაძის ხელმძღვანელობით ასპირანტურის კურსი გაიარა ბევრმა ასპირანტმა, მაგისტრანტმა და დოქტორანტმა, იყო  მრავალი რესპუბლიკური და საერთაშორისო კონფერენციის ორგანიზატორი ხელმძღვანელი და მონაწილე. მისსი სახელი და გვარი შესულია ამერიკის ბიოგრაფიის ლექსიკონში. ქართული ჟურნალისტიკის ისტორიისა და ნიკო ნიკოლაძის შემოქმედების მკვლევარი, პროფესორი.

წყარო: kvira.geipress.ge; qartuliazri.reportiori.ge; imedinews.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ნიკო ნიკოლაძის საზოგადოება, უცვლელი საპატიო თავმჯდომარე (2019-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2020 - ღირსების მედალი (სიკვდილის შემდეგ)
    ჟურნალისტიკის განვითარების საქმეში შეტანილი პირადი წვლილისთვის, ნაყოფიერი სამეცნიერო-პედაგოგიური და საზოგადოებრივი საქმიანობისა და ღირსეული სამსახურისთვის
  • 2015 - საქართველოს დამსახურებული ჟურნალისტი
  • 2014 - ნიკო ნიკოლაძის სახელობის პრემია
    ქართული ჟურნალისტიკის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: