Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გენო ქარუმიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. გორი. დაამთავრა თბილისის სამხედრო აკადემია. 1921 წელს მიენიჭა შტაბს-კაპიტნის წოდება. თავის ასეულთან ერთად ახალციხეში გაანაწილეს, ბრძანების თანახმად, ახალციხეში მდგომი ნაწილი კოჯორში გამოიძახეს. ქართველი მოღვაწე შალვა მაღლაკელიძე, რომელიც მაშინ თბილისის გუბერნატორი იყო თავის მოგონებებში ბრძოლის ველს და 1921 წლის მოვლენებს ასე აღწერს: "კოჯრის გზაზე მოდიოდნენ (მე-11 არმია). მაყაშვილის ქალი დაიღუპა. გენერალ ანდრონიკაშვილის შტაბი იყო კოჯრის გზაზედ, იქ მივდიოდი მანქანით და ეს ქალი ვნახე მოკლული აეროპლანის ბომბის შედეგად. ჩვენს ავიაციას ორი აპარატი ჰქონდა, მაგრამ ორივე გაფუჭებული. იმათი აეროპლანები თავისუფლად შემოვიდნენ და კოჯრის გზაზე ბომბები ჩამოყარეს. მე ჩემი თანამდებობის გამო ომში უშუალო მონაწილეობას არ ვიღებდი, ასე ვთქვათ, ადმინისტრატორი ვიყავი. წესისათვის და რიგისათვის სხვა ფუნქციები მქონდა, მაგრამ მიხდებოდა ფრონტზე გასვლა. მე ხომ ზურგი ვიყავი და უნდა მივხმარებოდი ხალხით, ტრანსპორტით, იარაღით, პურით. ამიტომ გავდიოდი ხოლმე წინა ხაზზე, განსაკუთრებით კოჯრის მიმართულებით. პირადად ბრძოლაში მონაწილეობა მივიღე ოქროყანაში. გენო ქარუმიძე იყო ოფიცერი და შეტევაზე იყო გადასული რუსებთან, ოქროყანის ზემოთ. მე გადმოვედი ავტომობილიდან და ბრძოლაში მივიღე მონაწილეობა სრულიად შემთხვევით. გენო ქარუმიძის ასეული პირდაპირ შეტევაზე იყო გადასული რუსებთან. პოზიციური ბრძოლები არ იყო, არამედ ასე, 30 კაცი მიდიოდა ერთმანეთზე ხიშტებით. ანდრონიკაშვილის დუქანი იყო ზევით, კოჯრის გზაზე, "თეთრი დუქანი" და შტაბი იქ ჰქონდათ. ვხედავ, გენო დაჭრილია. იქვე სევერიან ლორთქიფანიძე არის, კაპიტანი, ისიც ხიშტით დაჭრილი და უნდა მივეხმარო. ავიყვანე ორივე და ჩავსვი ავტომობილში. მთლიანად შევიღებე მათი სისხლით". ქართველმა დისიდენტმა ვიქტორ რცხილაძემ ეს ცნობა 1921 წლის ომის ამბების შესახებ შალვა მაღლაკელიძისგან ჩაიწერა. ასე შემოინახა ისტორიამ გენო ქარუმიძის დაღუპვის ამბავი. 1921 წლის გაზეთ "საქართველოს" თებერვლის ნომერში დაიბეჭდა ნეკროლოგი გენო ქარუმიძის დაღუპვის შესახებ. გარდაცვლილი ოფიცერი ქაშუეთის ეკლესიიდან გამოასვენეს და დაკრძალეს იქვე, ეკლესიის ძმათა სასაფლაოზე. მოგვიანებით ძმათა სასაფლაოს ადგილას პარლამენტის შენობა აიგო და გარდაცვლილთა საფლავები დაიკარგა. ოფიცერი, მზვერავი. წყარო: kvirispalitra.ge
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |