Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
დიმიტრი მეტრეველი![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი უწერა, ონის რაიონი. დაამთავრა უწერის ორკლასიანი სასწავლებელი. 1913 წელს, 18 წლის დიმიტრი მეტრეველი ამერიკაში წავიდა, იგი ჯერ სიეტლში ჩავიდა, შემდეგ ვანკუვერში. ბოლოს დასახლდა კვებეკის (კანადა) მახლობლად ქალაქ ვალდორში. დაინტერესდა ოქროსმაძიებლობით, მალე მიაკვლია ოქროს და რამდენიმე მაღარო აამუშავა. დაბას, რომელიც შეიქმნა, მისი გვარის მიხედვით, ხალხმა "მეტრეველი" უწოდა. დიმიტრი მეტრეველი არ დაკმაყოფილდა კანადური მაღაროებით და ბედი ალასკაზეც სცადა. იქ მის მაღაროებს "მიტოს ანომალიები" უწოდეს. მაღაროების წყალობით მალე გამდიდრდა. ეხმარებოდა თანამემამულეებს ამერიკაში, ასევე დიდ მატერიალურ დახმარებას უწევდა ოჯახს და ნათესავებს საქართველოში, მაგრამ სამშობლოში ჩამოსვლა ვერ მოახერხა. 1929-1933 წლებში ამერიკის დიდი ეკონომიკური კრიზისის დროს, მან მთელი სიმდიდრე დაკარგა. დაბა "მეტრეველი" და "ანომალიები" დაცარიელდა. კანადური გამოცემა წერდა, რომ პირველი მოქალაქეები, რომლებიც დასახლდნენ კანადაში - "ოქროს ხეობაში", იყვნენ მაღალი კვალიფიკაციის პროფესიონალი ოქროს მომპოვებელი მაიკ მიტო (დიმიტრი მეტრეველი) და მისი სიძე რაშენ კიდი. იმ მნიშვნელოვან სფეროთაგან, რომელსაც სათავე დაუდეს მაიკმა და მისმა პარტნიორმა, განსაკუთრებული ადგილი უკავია "Russian Kid"-ს ქ. დესარტში, კვებეკის ჩრდილო-დასავლეთში, იგი ცნობილია "Bordulac Mines"-ის სახელით, როგორც ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიის, Globex Properties-ის ნაწილი. კომპანიის ისტორიაში მაიკ მიტო მოხსენიებულია, როგორც მისი დამფუძნებელი. მაიკ მიტოსა და მისი ოჯახის შესახებ წერდა იმდროინდელი პრესა ("Billboard", "Kvebek Fire Renjer", "Noranda Wikli"). ყველა აღნიშნავდა მის დამსახურებას ოქროს მოპოვებისა და გადამუშავების საქმეში. 1970 წელს მაიკ მიტო ქ. ჰამილტონში ფილტვების ანთებით გარდაიცვალა. მისი უფროსი ვაჟი ავგუსტი (აგი), 1950-1953 წლებში კორეის ომში იბრძოდა, მამის გარდაცვალების შემდეგ კი მის საქმეს ჩაუდგა სათავეში და მალევე გახდა Augimitto Explorations Limited დამფუძნებელი, შემდეგ კი “Cache d’or Resourses Inc”-ის პრეზიდენტი. (მიტოს ბიძაშვილი, ნესტორ იოსების ძე მეტრეველი მომავალ სიძესთან, ვასილ ლობჟანიძესთან ერთად ჩავიდა ამერიკაში, ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ამერიკის ჩემპიონი გახდა, 1970-1980-იან წლებში გაზეთის საშუალებით ეძებდა ნათესავებს, ფლობდა ოქროს სარეწებსა და აეროპორტს). დიმიტრი მეტრეველის სახელობის ქალაქი, სახელწოდებით მეტრევილი, დღესაც არსებობს კვებეკთან. წყარო: iberiana.wordpress.com; tbiliselebi.ge
იგი ცნობილია "Bordulac Mines"-ის სახელით, როგორც ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიის Globex Properties-ის ნაწილი. კომპანიის შესახებ ისტორიაში მაიკ მიტო ნახსენებია, როგორც მისი დამფუძნებელი. მაიკ მიტოსა და მისი ოჯახის შესახებ წერდნენ იმდროინდელი გაზეთები. ყველა აღნიშნავდა მის დამსახურებას ოქროს
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |