The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ზემფირა იოლჩევა

ზემფირა იოლჩევა
დაბადების თარიღი:1940
გარდაცვ. თარიღი:17 ოქტომბერი, 2013  (73 წლის ასაკში)
კატეგორია:ექიმი, სამხედრო პირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. გარდაბანი.

დაამთავრა ბაქოს ნ. ნარიმანოვის სახელობის სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო-პროფილაქტიკური ფაკულტეტი 1965 წელს.

ექიმის კვალიფიკაციის მიღების შემდეგ, 1965 წელს დაინიშნა გარდაბნის რაიონული საავადმყოფოს ექიმი-ქირურგის თანამდებობაზე. 1965 წელს მიენიჭა სამხედრო-სამედიცინო წოდება - "უმცროსი ლეიტენანტი - მესამე რანგის დანაყოფი", 1973 წელს – ლეიტენანტის წოდება; უფროსი ლეიტენანტის სამედიცინო-სამხედრო წოდება კი 1979 წელს მიიღო. მონაწილეობდა სამობილიზაციო გაწვევებში სამხედრო ბილეთში არის სპეციალური ჩანაწერები, სადაც ჩანს მისი აქტიური ჩართულობა საერთო სამხედრო საქმიანობაში, მათ შორის სამივლინებო და სავალდებულო გამოცხადებები. ზემფირა იოლჩევა გადიოდა სპეციალურ საკვალიფიკაციო კურსებს: 1966 წელს (იანვარი-მაისი) ნ. ყიფშიძის სახელობის რესპუბლიკურ საავადმყოფოში აითვისა ქირურგიის ძირითადი საფუძვლები, როგორც ასისტენტი ატარებდა ოპერაციებს;  1966 წლის ნოემბრში თბილისის ჰემატოლოგიის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გაიარა სისხლის გადასხმის სპეცილიზირებული კურსი; 1968 წელს (იანვარი-მაისი) ექიმთა დახელოვნების თბილისის სახელმწიფო ინსტიტუტში გაიარა ქირურგიის სპეციალიზაციისა და დახელოვნების პრაქტიკული და თეორიული კურსი; 1980 და 1988 წლებშიც თბილისის ექიმთა გადამზადების ინსტიტუტში მივლინებული იყო კვალიფიკაციის ასამაღლებლად (იმ წლებში, როცა ზემფირა იოლჩევა პირველ ნაბიჯებს დგამდა მედიცინაში, ქალი ქირურგები საერთოდ არ ჰყავდათ ეთნიკური უმცირესობის წარმოდგენელებს. ამიტომ მისი სურვილი, გამხდარიყო ქირურგი, საკმაოდ ხმამაღალი განაცხადი იყო). 1985 წელს გარდაბნის თბოელექტროსადგურზე მომხდარი მასშტაბური აფეთქების შემდეგ მიყვანილი პაციენტების მკურნალობა მას მარტოს მოუწია, იგი იმ პერიოდისთვის ერთადერთი ექიმი იყო გარდაბნის რაიონულ საავადმყოფოში; "დიაგნოზის მერცხალი", ასე უწოდეს ზემფირა იოლჩევას მოსკოვიდან ჩამოსულმა სამედიცინო ექსპერტებმა. ქირურგი.

წყარო: სამხრეთ კავკასია: ფემინიზმი და გენდერული დემოკრატია: feminism-boell.orgყოჩაღი გოგოები საქართველოს წარსულიდან / მარიამ ჭანჭალეიშვილი, თამთა მელაშვილი.-თბ.,2020.-გვ.92


გააზიარე: