The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



თინათინ ფავლენიშვილი

თინათინ ფავლენიშვილი
Date of birth:1 September, 1921  (103 years)
Date of death:20??
Category:Geographer, Scientist, Educator

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ქვემო ნიქოზი, გორის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი გეომორფოლოგიის სპეციალობით 1947 წელს.

მუშაობა დაიწყო თბილისის სახელმწიფო პედაგოგიურ ინსტიტუტში გეოგრაფიის კათედრის ასისტენტად, შემდეგ მასწავლებლად, უფროს მასწავლებლად. ლექციებს კითხულობდა ზოგად დედამიწისმცოდნეობაში, მატერიკების ფიზიკურ გეოგრაფიაში, საქართველოს ფიზიკურ გეოგრაფიაში. აგრეთვე უძღვებოდა სტუდენტთა პედაგოგიურ პრაქტიკას; 1950 წელს სამუშაოდ გადავიდა გორის ნიკოლოზ ბარათაშვილის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიურ ინსტიტუტში გეოგრაფიის კათედრის უფროს მასწავლებლად; 1957 წელს კვლავ დაბრუნდა თბილისის სახელმწიფო პედაგოგიურ ინსტიტუტში უფროსი მასწავლებლის თანამდებობაზე; 1969 წლიდან ამავე ინსტიტუტში იყო დოცენტის თანამდებობაზე; 1947-1950წწ. გაიარა ასპირანტურის კურსი. გამოქვეყნებული აქვს 20-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი. გარდა ამისა, წლების განმავლობაში ასრულებდა წლიურ სამეცნიერო-მეთოდურ სამუშაოებს და აბარებდა კათედრას, რომელიც ინახება ინსტიტუტის ბიბლიოთეკის ფონდებში. იგი ეწეოდა მთარგმნელობით მუშაობას. მის მიერ თარგმილი და გამოქვეყნებულია სახელმძღვანელოები სტუდენტებისათვის - ს. კალესნიკი, "ზოგადი დედამიწისმცოდნეობის მოკლე კურსი" (თბ., 1965), ს. კალესნიკი, დედამიწის ზოგადი გეოგრაფიული კანონზომიერებანი (თბ., 1977), ასევე რედაქტირებას უწევდა თარგმნილ სასწავლო პროგრამებს. გეოგრაფიულ მეცნიერებათა კანდიდატი, დოცენტი (1969). 

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "აჭარა-თრიალეთის მთიანი სისტემის შუა ნაწილის (ბორჯომისა და მისი მიდამოების) გეომორფოლოგიური დახასიათების ცდა", დაიცვა 1955 წელს.

წყარო: ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.248


Share: