The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ნინო ბოლქვაძე

ნინო ბოლქვაძე
Date of birth:26 August, 1979  (45 years)
Category:Public official, Philologist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

ბაკალავრის ხარისხი მიიღო ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ინგლისურ ენასა და ლიტერატურაში, ამავე უნივერსიტეტში მიენიჭა მაგისტრის ხარისხი ამერიკანისტიკაში. ფლობს მაასტრიხტის უნივერსიტეტის (ნიდერლანდები) მაგისტრის ხარისხს ევროკავშირის საჯარო პოლიტიკაში.
2004-2009წწ. უძღვებოდა ეუთოს ეროვნულ უმცირესობათა დარგში უმაღლესი კომისრის კონფლიქტების პრევენციისა და ინტეგრაციის პროგრამებს საქართველოში; მოგვიანებით, მუშაობა გააგრძელა ეუთოს ვენის სათაო ოფისში პროგრამების შეფასებისა და აუდიტის მიმართულებით; 2012-2015წწ. ხელმძღვანელობდა საქართველოს გაეროს ასოციაციისა და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ერთობლივი პროექტის სახალხო დამცველის აპარატის გაძლიერების კომპონენტს; 2015-2017წწ. იყო საქართველოსა და სომხეთში ნიდერლანდების საელჩოს ოფიცერი პოლიტიკის საკითხებში და მართავდა საელჩოს ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის საგრანტო პროგრამებს; სხვადასხვა დროს გავლილი აქვს პროფესიული და საკვალიფიკაციო კურსები ავსტრიის გრაცისა და სტამბოლის ბილგის უნივერსიტეტებში, სტრასბურგში ევროსაბჭოს უმცირესობათა დაცვის ჩარჩო კონვენციის სეკრეტარიატში. არის ფონდ ღია საზოგადოების სტიპენდიანტი; საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სსიპ-საინფორმაციო ცენტრის ნატოსა და ევროკავშირის შესახებ დირექტორი.


Share: