The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ლევან სონღულაშვილი

ლევან სონღულაშვილი
Date of birth:17 August, 1991  (33 years)
Category:Painter

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია 2014 წელს.

ხატვა სამი წლის ასაკიდან დაიწყო. 6 წლიდან ხატავდა ფიგურატიულ კომპოზიციებს, ბიბლიურ და მითოლოგიურ სცენებს, პორტრეტებს; 9 წლის ასაკში დამოუკიდებლად თავისუფლად ართმევდა თავს ურთულეს სამხატვრო ამოცანებს, რაზეც სამხატვრო აკადემიის სტუდენტები მუშაობდნენ. იმ დროიდან უამრავ ჯგუფურ, საერთაშორისო და საქალაქთაშორისო გამოფენაში, ხელოვნების ფესტივალებში წარმატებით იღებდა აქტიურ მონაწილეობას; მიიღო არაერთი ჯილდო; 2008 წელს, მრავალი წარმატების აღსანიშნავად, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ახალგაზრდა მხატვარს სპეციალური პრიზი და სამადლობელი წერილი გაუგზავნა; 2009 წელს თბილისში მოეწყო მასშტაბური პერსონალური გამოფენა; 2010 წელს, თბილისის სამხატვრო აკადემიის საგამოფენო დარბაზში, მეორე პერსონალური გამოფენა, რომელიც მომღერალმა პაატა ბურჭულაძემ გახსნა; 2011 წელს, 19 წლის მხატვარი ვიზუალური ხელოვნების პროექტით რამდენიმე თვით გერმანიაში (მიუნხენი) მიიწვიეს, სადაც გერმანელ თეატრის მხატვრებთან ერთად სპექტაკლი მხატვრულად გააფორმა; 2013 წელს, სადიპლომო ნამუშევრების ექსპოზიციაზე, წარმოდგენილი იყო პორტრეტების სერია, რასაც მსოფლიო ასპარეზზეც მნიშვნელოვანი წარმატებები მოჰყვა; მხატვრებმა და არტ-კრიტიკოსებმა ლ. სონღულაშვილის ხელოვნება დაახასიათეს, როგორც "უნიკალური შემოქმედება, დიდი ხელოვნება, ექსტრაორდინალური ნიჭი; უცხოური საინფორმაციო მედია წყაროები კი მის ნამუშევრებზე საუბარს უმაღლესი შეფასებებით იწყებენ; მხატვრის ნამუშევრები დიდი პოპულარობით სარგებლობს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, ცნობილი ადამიანების კერძო კოლექციებშია დაცული, მისი შემოქმედების გამოფენებს კი თან საზოგადოების განსაკუთრებული მოლოდინი და ყოველთვის დიდი ვნებათაღელვა ახლავს; 2014 წელს, ნიუ-იორკში ენდი უორჰოლის მიერ დაარსებულ პრესტიჟულ ნიუ-იორკის სამხატვრო აკადემიის ისტორიაში პირველი ქართველი სამაგისტრო კურსის სტუდენტი გახდა; მან განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ყველაზე მაღალი გრანტი მიიღო, ამასთან, ნიუ-იორკის სამხატვრო აკადემიის კომისიის რჩეული გახდა და სასტიპენდიო ჯილდოც მოიპოვა; 2015 წელს, აკადემიის მთავარი ჯილდოს "Portrait Scholarship Award"-ის გამარჯვებულია, სადაც ამერიკელი, ევროპელი და აზიელი არტისტები იღებდნენ მონაწილეობას; 2015 წლის ზაფხულში, აპლიკანტთა პორტფოლიოების გაცნობის საფუძველზე, დიდი კონკურენციის მიუხედავად, ლევან სონღულაშვილმა მიიღო შემოთავაზება ჯეფ კუნსის მანჰეტენის კომპანიაში სამუშაოდ; 2015 წლის 13 აპრილს, ნიუ-იორკის ერთ-ერთ ყველაზე ღირსშესანიშნავ ვიზუალური ხელოვნების გამოფენა-წვეულებაზე "Tribeca Ball 2015",  მისი ნახატები გამოიფინა, სადაც მნიშვნელოვანი შეკვეთა მიიღო იაპონელი კოლექციონერებისგანაც; 2015 წლის 15 ოქტომბერს, ნიუ-იორკის სამხატვრო აკადემიისა და სოთბის სააუქციონო სახლის ერთობლივად ორგანიზებულ გამოფენა-აუქციონზე "Take Home a nude 2015" ლ. სონღულაშვილის ნახატი "მედუზა" ნიუ-იორკის "სოთბის" (Sotheby's) სააუქციონო სახლში, თანამედროვეობის ლეგენდარული არტისტების ნახატებთან ერთად, გამოიფინა და გაიყიდა; "მედუზა" ვიზუალური ხელოვნების კონცეპტუალური ნაწარმოებია, რომელიც შერეული ტექნიკით ტილოზეა შესრულებული. მხატვარმა ნახატი 22 წლის ასაკში, თბილისში შექმნა და ამჟამად ნიუ-იორკში მცხოვრები ამერიკელი არტ-კოლექციონერის პირად კოლექციაშია; 2015 წლის 31 დეკემბერს წარდგენილი იყო საზოგადოებრივი მაუწყებლის ჯილდოზე - "წლის საუკეთესო", ნომინაციაში - "წლის ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა სახვით ხელოვნებაში". 21-ე საუკუნის ქართველი ვიზუალური არტისტი, ფერმწერი, გრაფიკოსი.

წყარო: geoartistsabroad.tsu.ge


Share: