Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ჯუმბერ ფანჩულიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ძევრი, თერჯოლის რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი ინჟინერ-ჰიდროლოგის სპეციალობით 1965 წელს. მუშაობა დაიწყო "საქსახწყალპროექტში"ინჟინერ-ჰიდროლოგის თანამდებობაზე, სადაც ასრულებდა წინასაპროექტო მონაცემებისათვის საველე აზომვით გეოდეზიურ სამუშაოებს; 1967-1969წწ. სწავლობდა "საქწყალეკოლოგიის" სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ასპირანტურაში; 1976-1978წწ. მუშაობდა სირიის არაბთა რესპუბლიკაში - ქვეყნის ზედაპირული წყლების რესურსების დადგენაზე; 1970-1982წწ. "საქწყალეკოლოგიის" სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში უფროს მეცნიერ-თანამშრომლად, ხოლო 1982-1999წწ. საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის ჰიდრომელიორაციის კათედრის დოცენტად; 1977 წლიდან საქართველოს მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტში სამმართველოს უფროსად. გამოქვეყნებული აქვს სამეცნიერო ნაშრომები, რომლებიც შეეხება ხმელეთის ჰიდროლოგიის, მელიორაციის და გაუდაბნოებასთან ბრძოლის პრობლემებს. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ-მუშაკი, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "კოლხეთის დაბლობის დამშრობ სისტემიანი ტერიტორიების მაქსიმალური ჩამონადენის ჰიდროგრაფიის გაანგარიშების მეთოდიკა", დაიცვა 1974 წელს. წყარო: ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.249-250 Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |