The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ჯუმბერ ფანჩულიძე

ჯუმბერ ფანჩულიძე
დაბადების თარიღი:2 იანვარი, 1942  (83 წლის)
კატეგორია:გეოგრაფი, ინჟინერი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ძევრი, თერჯოლის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი ინჟინერ-ჰიდროლოგის სპეციალობით 1965 წელს.

მუშაობა დაიწყო "საქსახწყალპროექტში"ინჟინერ-ჰიდროლოგის თანამდებობაზე, სადაც ასრულებდა წინასაპროექტო მონაცემებისათვის საველე აზომვით გეოდეზიურ სამუშაოებს; 1967-1969წწ. სწავლობდა "საქწყალეკოლოგიის" სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ასპირანტურაში; 1976-1978წწ. მუშაობდა სირიის არაბთა რესპუბლიკაში - ქვეყნის ზედაპირული წყლების რესურსების დადგენაზე; 1970-1982წწ. "საქწყალეკოლოგიის" სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში უფროს მეცნიერ-თანამშრომლად, ხოლო 1982-1999წწ. საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის ჰიდრომელიორაციის კათედრის დოცენტად; 1977 წლიდან საქართველოს მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტში სამმართველოს უფროსად. გამოქვეყნებული აქვს სამეცნიერო ნაშრომები, რომლებიც შეეხება ხმელეთის ჰიდროლოგიის, მელიორაციის და გაუდაბნოებასთან ბრძოლის პრობლემებს. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ-მუშაკი, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "კოლხეთის დაბლობის დამშრობ სისტემიანი ტერიტორიების მაქსიმალური ჩამონადენის ჰიდროგრაფიის გაანგარიშების მეთოდიკა", დაიცვა 1974 წელს.

წყარო: ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.249-250

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: