Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გერმანე ნაფეტვარიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ტობანიერი, ქუთაისის მაზრა. მოღვაწეობდა ტფილისის ბოლშევიკების ლიტერატურულ ბიუროში, შინამოსამსახურეთა პროფკავშირში, თანამშრომლობდა გაზეთ "ახალ დროებაში"; 1909 წელს მისი ხელმძღვანელობით ტფილისში, ეკლესიის აღმართის 8 ნომერში (ამჟამინდელი დავითაშვილის ქ. 8) მოეწყო არალეგალური სტამბა. სტამბაში იბეჭდებოდა პროკლამაციები და გაზეთი "ტიფლისკი პროლეტარი", რომლისთვისაც მეთაური წერილი იოსებ ჯუღაშვილმა დაწერა. 1913 წელს აირჩიეს თბილისის ბოლშევიკური კომიტეტის წევრად; 1914-1921წწ. დასავლეთ საქართველოში დააარსა სამომხმარებლო კოოპერაციის კავშირები; მუშაობდა სამტრედიის ბოლშევიკურ ორგანიზაციაში და აქტიურად იბრძოდა მენშევიკური მთავრობის წინააღმდეგ. საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ სხვადასხვა საპასუხიმსგებლო თანამდებობებზე მუშაობდა; 1937 წელს მოჰყვა დიდი წმენდის მსხვერპლთა შორის, 29 სექტემბრის გადაწყვეტილებით კონტრევოლუციური საქმიანობის გამო მიესაჯა სასჯელის უმაღლესი ზომა, დახვრეტა, რომელიც შესრულდა 1938 წელს. რეპრესირებული, რევოლუციონერი, ბუღალტერი. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7. - თბ., 1984. - გვ.332 Member of Organizations
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |