The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გიორგი აბაშიშვილი

გიორგი აბაშიშვილი
Date of birth:11 August, 1984  (39 years)
Category:Public official, Scientist, Educator

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ქარელი.

დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ბიზნესის ფაკულტეტი 2005 წელს.

2007-2013წწ. მონაწილეობდა სხვადასხვა საგანმანათლებლო და კვალიფიკაციის ასამაღლებელ პროგრამაში: ჰოლანდიაში – მაასტრიხტის მენეჯმენტის სკოლაში, სტრასბურგში – ევროპის საბჭოს პოლიტიკურ სკოლაში, ბერლინში – ფრიდრიხ ებერტის ფონდში და ვარშავაში - რობერტ შუმანის ფონდში; 2004 წლიდან მუშაობდა საქართველოს პარლამენტსა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოში (წევრი); იყო ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის დეკანის მოადგილე, ამავე უნივერსიტეტის ეკონომიკური კვლევებისა და კონსულტაციების ცენტრის კოორდინატორი და მკვლევარი; 2011 წელს დააფუძნა არასამთავრობო ორგანიზაცია "ეკონომიკური პოლიტიკის ინსტიტუტი" და იყო მისი აღმასრულებელი დირექტორი; 2005-2012წწ. როგორც მოწვეული ექსპერტი, ტრენერი ან პროექტის კონსულტანტი, თანამშრომლობდა სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციასთან, მათ შორის იყო საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI), ფრიდრიხ ებერტის ფონდი (FES), ფრიდრიხ ნაუმანის ფონდი (FNF), ჰაინრიხ ბიოლის ფონდი, კონრად ადენაუერის ფონდი (KAS), ნიდერლანდების ინსტიტუტი მრავალპარტიული დემოკრატიისათვის (NIMD), ფონდი "ღია საზოგადოება საქართველო" (OSGF), VVD International და სხვა; 2005-2013წწ. მონაწილეობდა ეკონომიკისა და ბიზნესის საკითხებზე გამართულ არაერთ საერთაშორისო ფორუმსა და კონფერენციაში ბრიტანეთში, ჰოლანდიაში, პოლონეთში, სლოვაკეთში, უკრაინასა და სომხეთში; 2014 წლის 30 მაისიდან დაინიშნა საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლად ეკონომიკურ საკითხებში, 2015 წლის 13 იანვრიდან – საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილედ, პარალელურად, 2015 წლის 5 ნოემბრიდან – საქართველოს პრეზიდენტის სამდივნოს უფროსად; 2015 წლის 4 დეკემბერიდან 2018 წლის 16 დეკემბრამდე იყო საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი; 2020 წლის 1 აპრილიდან GIPA-ს კანცლერი; გაეროს ეკონომიკურ და სოციალურ საქმეთა დეპარტამენტის ეროვნული კონსულტანტი საქართველოში; 2007 წელს მიენიჭა მეცნიერების მაგისტრის აკადემიური ხარისხი (ეკონომიკისა და ბიზნესის პროგრამა); 2013 წელს მიენიჭა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორის აკადემიური ხარისხი.


Share: