Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ციალა ფიფია![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის აგრონომიული ფაკულტეტი ნიადაგთმცოდნეობა-აგროქიმიის სპეციალობით 1961 წელს. მუშაობა დაიწყო ნიადაგთმცოდნეობის, აგროქიმიის და მელიორაციის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში ლაბორანტის, შემდეგ უმცროსი მეცნიერ-თანამშრომლის თანამდებობაზე; იქვე 1970-1972წწ. გაიარა ასპირანტურის კურსი; 1980 წლიდან მუშაობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტის ხმელეთის ჰიდროლოგიისა და ნიადაგთმცოდნეობის კათედრაზე ასისტენტის, ხოლო 1988 წლიდან დოცენტის თანამდებობაზე. გამოქვეყნებული აქვს 45 სამეცნიერო ნაშრომი. ისინი ძირითადად ეხება ბარის შავმიწებისა და ყავისფერი ნიადაგების რეჟიმულ მაჩენებლებს. გამოქვეყნებული აქვს აგრეთვე, სასწავლო-საველე პრაქტიკისათვის პროგრამა და მეთოდური მითითებანი ნიადაგთმცოდნეობაში. იკვლევს სუბტროპიკულ ეწერ-ორთშტეინიან ნიადაგებს და მძიმე მეტალებით დაჭუჭყიანების ხარისხს აღმოსავლეთ საქართველოს ნიადაგებში. მონაწილეობდა რესპუბლიკურ და საკავშირო კონფერენციებში. კითხულობს ლექციებს ნიადაგთმცოდნეობის რიგ დისციპლინებში. გეოგრაფიულ მეცნიერებათა კანდიდატი, დოცენტი (1988). საკანდიდატო დისერტაციის თემა - "აღმოსავლეთ საქართველოს ჩვეულებრივი შავმიწების ქიმიურ-მინერალოგიური შედგენილობა და რეჟიმული მაჩვენებლები", დაიცვა 1987 წელს. წყარო: ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.250-251 Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |