Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ნანა ფხაკაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტი ინგლისურის განხრით 1956 წელს; 1964 წელს დაამთავრა სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის აგრონომიული ფაკულტეტი სწავლული აგრონომის სპეციალობით. 1957-1965წწ. მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ბოტანიკის ინსტიტუტში ჯერ აგროტექნიკოსად, ხოლო შემდეგ ბიოქიმიის ლაბორატორიაში; 1965-1982წწ. საქართველოს ჰიდროტექნიკისა და მელიორაციის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში უმცროს მეცნიერ-თანამშრომლად; 1982-1999წწ. მუშაობდა ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტში უფროს მეცნიერ-თანამშრომლად. მის სადისერტაციო ნაშრომში მოცემულია მთის მდინარეთა გამოზიდვის კონუსების სელური ნაფენების აგროსაწარმოო თვისებების კვლევის შედეგები. დამტკიცებულია მათი ვარგისიანობა სოფლის მერუნეობის სხვადასხვა კულტურებისათვის. მუშობდა აგრეთვე კოლხეთის დაბლობის, ქვემო ქართლის, ალაზნის ვაკის ნიადაგური საფარის შესწავლასა და მათ ანთროპოგენურ ცვლილებებზე. გამოქვეყნებული აქვს 25 სამეცნიერო ნაშრომი. სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა კანდიდატი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "მთის მდინარეთა გამოზიდვის კონუსები მიწის ფონდის რეზერვია", დაიცვა 1979 წელს. წყარო: ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.254
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |