შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გიორგი ტყემალაძე![]()
ბიოგრაფიასწავლობდა საქართველოს აგრარული უნივერსიტეტში, აგრარულ მეცნიერებათა აკადემიაში, რომელიც დაამთავრა ინჟინერ-ტექნოლოგის სპეციალობით. 1998-2000წწ. იყო საქართველო-ამერიკის ერთობლივი საწარმო "ჩალას-ვაინსის" მენეჯერი; 2000-2002წწ. მუშაობდა საქართველოს სახელმწიფო კანცელარიაში, სახელმწიფო მინისტრის თანაშემწის პოზიციაზე; 2002-2003წწ. საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს პირველი მოადგილეა; 2003-2004წწ. საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს დირექტორი; 2004-2006წწ. საქართველოს ბიზნესმენთა ფედერაციის ბიზნეს კომპანიებთან ურთიერთობის მენეჯერი; 2006-2008წწ. წლებში მუშობდა შ.პ.ს. "ვეტპრეპარატის" დირექტორად; 2007 წლიდან პოლიტიკურ საქმიანობაში ჩაება და 2007-2008წწ. "თოფაძე - მრეწველების" პროპორციული საარჩევნო სიით ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მესამე მოწვევის საკრებულოს წევრი გახდა; 2008-2010წწ. იყო ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მესამე მოწვევის საკრებულოს წევრი და საზღვარგარეთის ქვეყნების თვითმმართველობის ორგანოებთან თანამშრომლობის დროებითი კომისიის თავმჯდომარე; 2017 წლიდან ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მე-6 მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარე. ინჟინერ-ტექნოლოგი, პოლიტიკოსი. წყარო: ქ. თბილისის საკრებულო: tbsakrebulo.gov.ge; საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია: nala.ge ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |