Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
მიხეილ ქავთარაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. 1902-1912წწ. სწავლობდა თბილისის ქართულ გიმნაზიაში; 1919-1920წწ. - საქართველოს სამხედრო სამინისტროს მიერ მოწყობილ კურსებზე, რომელიც წარმატებით დაამთავრა კარტოგრაფის სპეციალობით. სხვადასხვა წლებში მუშაობდა საქართველოს რესპუბლიკის სამხედრო სამინისტროში, შემდეგში კავკასიის წითელდროშოვანი არმიის მთავარი შტაბის ტოპოგრაფიულ განყოფილებაში, საქართველოს კარტოგრაფიულ ინსტიტუტში, გეოგრაფიის ინსტიტუტში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ნახევარი საუკუნის მანძილზე იგი მონაწილეობდა თითქმის ყველა ქართული რუკის შედგენა-გამოცემაში. გააფორმა პირველი ქართული გლობუსი (1928). ეწეოდა აგრეთვე გრავიორულ სამუშაოებსაც. მის მიერაა გრავირებული ქართული გეოგრაფიული რუკები (1925-1933). მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. კარტოგრაფი. წყარო: ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.255 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |