The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ალექსანდრე ჭეიშვილი

ალექსანდრე ჭეიშვილი
Date of birth:17 March, 1903
Date of death:1962  (at 58 years)
Category:Critic, Writer

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ასკანა, ოზურგეთის რაიონი.

დაამთავრა ქუთაისის რეალური სასწავლებლი; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სიბრძნისმეტყველების (შემდგომში ფილოსოფია-ფსიქოლოგიის) ფაკულტეტი 1926 წელს.

1922-1923წწ. იყო გაზეთ "ტრიბუნის" კორექტორი; 1924-1926წწ. ასწავლიდა გაერთიანებულ სამხედრო სკოლაში;  1924 წლამდე იყო საქართველოს სოციალისტ-ფედერალისტთა სარევოლუციო პარტიის ახალგაზრდული (1921 წლიდან – არალეგალური) ორგანიზაციის წევრი; 1924-1926წწ. მსახურობდა წითელ არმიაში, საიდანაც შევიდა კომკავშირში; 1926 წლიდან იყო ფილოსოფიის ფაკულტეტის ასპირანტი; 1928 წელს მიიღეს კომპარტიაში; ამავე დროიდან იყო მწერალთა კავშირის წევრი, ჟურნალ "ჩვენი თაობის" რედაქტორი; ფლობდა 7 ევროპულ ენას; 1930-1932წწ. ცხოვრობდა და სწავლობდა ბერლინში; 1926-1945წწ. მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ხოლო 1941-1949წწ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიაში; 1929 წლიდან აქვეყნებდა კრიტიკულ ნაშრომებს, იყო რომანის, მოთხრობების და კრიტიკული წერილების ავტორი; 1938 წელს დაიბეჭდა მისი რომანი "ლელო", რომელმაც 1951 წელს სტალინური პრემია მიიღო; მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ა. ჭეიშვილს ხშირად აგზავნიდნენ მივლინებით ევროპაში, როგორც – მარტო, ისე სხვა მწერლებთან ერთად, როგორც ენების საუკეთესო მცოდნეს და თარჯიმანს; 1958 წლისთვის იგი უკვე იყო საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის ლიტერატურის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, ფილოლოგიურ მეცნიერებათა კანდიდატი და თსუ-ის დოცენტი; ალექსანდრე ჭეიშვილი 1957 წელსაც გერმანიაში მივლინებით იმყოფებოდა; ესწრებოდა დასავლეთგერმანელი თანამედროვე მწერლების შეკრებებს, მონაწილეობდა დისკუსიებში და სამშობლოში შთაბეჭდილებების ამსახველ კორესპონდენციებს აგზავნიდა; 1958 წელს იგი ხანგრძლივი ვადით გაემგზავრა გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, მთელი წლის განმავლობაში მან მთელი რესპუბლიკა მოიარა და შემოდგომაზე ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზეც ჩავიდა, საიდანაც მოგზაურობამ მოულოდნელი მიმართულება მიიღო. 1958 წლის დეკემბერში შეერთებული შტატების ცენტრალურმა სადაზვერვო სამმართველომ (CIA) და გფრ-ის კონსტიტუციის დაცვის ფედერალურმა სამსახურმა (BVF) ერთობლივი, სპეციალური ოპერაცია ჩაატარეს ალექსანდრე ჭეიშვილის "ევაკუაციისათვის". თავდაპირველად მწერალს დასავლეთში დამკვიდრება გაუჭირდა; დახმარების ხელი მას რიგმა ემიგრანტმა ქართველებმა და გერმანელმა მწერლებმა გაუწიეს. ალექსანდრე ჭეიშვილს განსაკუთრებით, ცნობილი მწერალი – ჰაინრიხ ბიოლი ეხმარებოდა მატერიალურად და მორალურადაც; გფრ-ის გავლენიანი სოციალ-დემოკრატი პოლიტიკოსის და მეცნიერის – კარლო შმიდტის ხელშეწყობით 1961 წელს პოლიტიკური თავშესაფარი და ბინადრობის უფლება მიიღო. შემდეგ იგი კითხულობდა საჯარო ლექციებს, მისი სტატიები და მცირე მოთხრობები იბეჭდებოდა პრესაში. ამ დროიდან პატარა ქალაქ ალსფელდში დასახლდა, სადაც გერმანელ, რუსულის მასწავლებელ ქალს – ევგენია ციტერმანს დაუახლოვდა. ალექსანდრე თავისი რომანის – "ლელოს" საფუძვლიანად გადამუშავებისა და გერმანულად გამოცემის საკითხზე მუშაობდა. 1962 წლის 6 სექტემბერს იგი გულის შეტევით გარდაიცვალა. მწერლის გარდაცვალების ცნობამ საბჭოთა კავშირში დასავლურ პრესაში გამოქვეყნებული ნეკროლოგების საშუალებით 1963 წელს ჩამოაღწია.

წყარო: მწერალთა ავტობიოგრაფიები: წ. II.- თბ.,2013.- გვ.117-121; საზოგადოებრივი არქივი: archive.ge

Member of Organizations

  • საქართველოს მწერალთა კავშირი, წევრი (1936-)
  • სოციალისტ-ფედერალისტების კავშირი, წევრი (1917-1923)

Awards and Honors

  • 1951 - სტალინური პრემია
    ლელო : რომანი / ალექსანდრე მაჭავარიანი. - თბილისი : ფედერაციის გამ-ბა და სტ., 1938. - 374გვ.

Bibliography


Share: