შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მერი შერვაშიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ბათუმი. მერი შერვაშიძის მამა, გენერალ-მაიორი პროკოფი შერვაშიძე, აფხაზი თავადი, შემდეგ კი რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატი იყო. მამის სამსახურის გამო ოჯახი პეტერბურგში გადასახლდა, სადაც მერი იმპერატრიცა ალექსანდრა ფიოდოროვნას ფრეილინა გახდა. პროკოფი შერვაშიძის გარდაცვალების შემდეგ მისი ოჯახი ძირითადად ქუთაისში ცხოვრობდა. 1918 წელს მერის საქმრო გიგუშა ერისთავი (გიორგი ქსნის ერისთავი), იმპერატორ ნიკოლოზ II-ის ადიუტანტი, საქართველოში დაბრუნდა და მერი შერვაშიძე ცოლად შეირთო. 1921 წელს, როდესაც ბოლშევიკების მიერ საქართველოს აღებამდე რამდენიმე დღე რჩებოდა, მერი ბათუმიდან გემით საფრანგეთში გაემგზავრა. გემი რამდენიმე დღით შეჩერდა სტამბოლში, სადაც მერის უკვე დევნილი ქმარიც შეუერთდა. სწორედ სტამბოლში გაიმართა მსოფლიო სილამაზის კონკურსი, რომელშიც მერიმაც მიიღო მონაწილეობა და გაიმარჯვა. პარიზში მერი ბულონის ტყესთან ახლოს ცხოვრობდა, იგი იყო კოკო შანელის მოდელი. გიგუშა ერისთავი ახალგაზრდა გარდაიცვალა, მათ შვილი არ ჰყოლიათ. ხანდაზმული მერი შერვაშიძე პარიზში ლატურის ქუჩაზე სრულიად მარტო ცხოვრობდა. იშვიათად ეკონტაქტებოდა ქართველ ემიგრანტებს, იშვიათად ქართულ ეკლესიაშიც დადიოდა, მან სიცოცხლის ბოლო წლები, მოხუცთა თავშესაფარში გაატარა. მოგვიანებით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ მერი შერვაშიძეს პანაშვიდი საქართველოში, სიონის ტაძარში გადაუხადა. გადმოცემით გალაკტიონ ტაბიძის "მუზა", სტამბოლში სილამაზის მსოფლიო კონკურსის გამარჯვებული 1921 წელს, კოკო შანელის მოდელი. სილამაზით განთქმული ქართველი არისტოკრატი ქალბატონი. ცნობილმა რუსმა მხატვარმა საველი სორინმა (საველი აბრამოვიჩ სორინი, 1878-1953 წწ.) დახატა მერი შერვაშიძე და ეს ცნობილი პორტრეტი, რომელიც მხატვარმა საქართველოს უსახსოვრა, მონაკოს პრინცის სასახლეშია დაცული. წყარო: ამბიონი: საზოგადოებრივ - რელიგიური ინტერნეტ ჟურნალი: ambioni.ge; ჟურნალი "თბილისელები": tbiliselebi.ge
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |