Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
მამუკა ქემხაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. სამტრედია. დაამთავრა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის გეოგრაფიის ფაკულტეტი 1952 წელს; 1952-1955წწ. დასწრებული ასპირანტურის კურსი გაიარა მოსკოვის ვ. ლენინის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის გეოგრაფიის კეთედრაზე. 1956 წელს მუშაობა დაიწყო ბათუმის II რუსულ საშუალო სკოლაში გეოგრაფიის მასწავლებლად; 1958 წლიდან მუშაობდა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის გეოგრაფიის კათედრაზე. მის სადისერტაციო ნაშრომში განხილულია კოლხეთის დაბლობის გეოლოგიური აგებულება, რელიეფისა და ჰავის თავისებურებანი, მცენარეთა საფარი, ნიადაგები და ცხოველთა სამყარო. არის 35 სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. გეოგრაფიულ მეცნიერებათა კანდიდატი, დოცენტი (1970). საკანდიდატო დისერტაციის თემა - "კოლხეთის დაბლობის ფიზიკურ-გეოგრაფიული დახასიათება", დაიცვა 1959 წელს (მოსკოვის ვ. ლენინის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტი). წყარო: ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.260
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |