The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



მალხაზ თორია

მალხაზ თორია
Date of birth:30 August, 1978  (46 years)
Category:Historian, Scientist, Educator

Biography

დაბადების ადგილი: ქ. სოხუმი.

დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ისტორიისა და კულტურის კვლევების მიმართულებით; 2009 წელს ამავე უნივერსიტეტში დაიცვა სადოქტორო  (PhD) დისერტაცია თემაზე "დროის აღქმა და ისტორიის კონცეფცია შუა საუკუნეების ქართულ კულტურაში" ("ქართლის ცხოვრების" ისტორიოგრაფიული ტრადიციის მიხედვით).

2006-2008 წწ. ასწავლიდა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის კულტურის კვლევების ინსტიტუტში; 2006-2010 წწ. იყო  ივ. ჯავახიშვილის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის კავკასიის ეთნოლოგიის განყოფილების მეცნიერ-თანამშრომელი; 2008-2014 წწ. – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის მიმართულების ასისტენტ-პროფესორი; 2014 წლიდან დღემდე ასოცირებული პროფესორია ისტორიის მიმართულებაზე;  2015 წლიდან ხელმძღვანელობს ილიას სახელწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის  მეხსიერების კვლევების კავკასიურ ცენტრს; რიგი პოსტსადოქტორო და კვლევითი სტიპენდიების (DAAD, OSF, Fulbright, რუსთაველის ფონდი და სხვ.) ფარგლებში მუშაობდა კვლევით პროექტებზე  ისეთ აკადემიურ დაწესებულებებში, როგორებიცაა: Central Europena University (ბუდაპეშტი, უნგრეთი); Zentrum für Literatur-und Kulturforschung (ბერლინი, გერმანია), The New School for Social Research (ნიუ იორკი, აშშ), The Harriman Institute, Columbia University (ნიუ იორკი, აშშ);  UC Berkeley (ბერკლი, აშშ), Mount Holyoke College (საუთ ჰედლი, აშშ),  Humboldt University (ბერლინი, გერმანია).  მის მიერ გაწეული კვლევის შედეგები აისახა  სხვადახვა  აკადემიურ ფორუმზე წარდგენილ მოხსენებებსა და სამეცნიერო პუბლიკაციებში, მათ შორის – საერთაშორისო რეფერირებად გამოცემებში გამოქვეყნებულ ნაშრომებში; 2019-2021 წწ. გაიარა The New School for Social Research-ის (ნიუ იორკი, აშშ) სოციოლოგიის სამაგისტრო პროგრამა და მიენიჭა მაგისტრის აკადემიური ხარისხი; 2021 წლის შემოდგომიდან ამავე უნივერსიტეტში სოციოლოგიის სადოქტორო პროგრამის ფარგლებში მუშაობს სადისერტაციო ნაშრომზე "ისტორია, მეხსიერება და განმსაზღვრელი მოვლენები: ქართულ-აფხაზური კონფლიქტის გენეალოგია საბჭოთა იმპერიის დასაწყისსა და დასასრულს შორის"; ნაშრომის მიზანია საბჭოთა პერიოდში აფხაზეთში განვითარებული კონკრეტულ მოვლენებში (მე-20 საუკუნის 20-30-იან, 50-იან, 70-იან და 80-იან წლებში) ქართულ-აფხაზური ისტორიული დებატების როლის სოციალური მიკროისტორია და ისტორიულ-სოციოლოგიური რეკონსტრუქცია და ანალიზი. მ. თორიას სამეცნიერო ინტერესების სფეროში შედის: ისტორიული აზროვნება და დისკურსი შუა საუკუნეებისა და თანამედროვე საქართველოში; ისტორია პოსტ-სიმართლის ეპოქაში; მეხსიერების პოლიტიკა, წარსულის ინსტრუმენტალიზაცია  და კონფლიქტები პოსტსაბჭოთა საქართველოში; რუსული და საბჭოთა იმპერიული მემკვიდრეობების როლი საქართველოში ეთნიკური და კულტურული ლანდშაფტის ჩამოყალიბებაში; თანამედროვე აფხაზეთში გამყოფი მიჯნების/საზღვრების, "განდევნისა" და ეთნიკური წმენდის პოლიტიკა; საქართველოს კონფლიქტური რეგიონებიდან დევნილების მეხსიერებები. პუბლიკაციები: Toria, Malkhaz, and Bejan Javakhia. 2021. "Representing Fateful Events and Imagining Territorial Integrity in Georgia: Cultural Memory of David the Builder and the Battle of Didgori". Caucasus Survey 9 (3): 270–85.(doi.org); Stephen F. Jones & Malkhaz Toria (2021): Introduction: Rethinking Memory Sites and Symbolic Realms of Georgian National Identity, Caucasus Survey, 9 (3): 211–219. (doi.org); "In Search of Ethnic Roots: Instrumentalisation of the History and Politics of Exclusion in Georgia’s Breakaway Region of Abkhazia". The Instrumentalisation of the Past and Political Mobilisation, special issue of Euxeinos. Governance and Culture in the Black Sea Region, edited by Cécile Druey and Eliane Fitzé. Nr. 29 – 07 (2020): 47-62; "Historical debates and the Likhni declaration as a decisive event in the Georgian-Abkhaz conflict".  In Identities and Representations in Georgia from the 19th Century to the Present, pp. 29-38, 2020. Berlin, Boston: De Gruyter Oldenbourg. doi:(doi.org); "Between Traditional and Modern Museology: Exhibiting National History in the Museum of Georgia". in Museums and Sites of Persuasion. Politics, Memory and Human Rights edited by Joyce Apsel and Amy Sodaro. Routledge, Taylor & Francis Group Forthcoming, pp.39-54; "Trapped in the past: silenced voices of Georgian IDPs and dilemmas of social integration". Nationalities Papers, 2019. 47, Issue 3, May 2019, pp. 429-444; "ისტორიული ნარატივის ტიპები და შუა საუკუნეების ქართული ისტორიული აზროვნება". მრავალთავი, ფილოლოგიურ-ისტორიული ძიებანი, №24, თბილისი, 2015. გვ. 512-526; "Remembering Homeland in Exile: Recollections of IDPs from the Abkhazia Region of Georgia" in Journal on Ethnopolitics and Minority Issues in Europe, Vol 14, №1, 2015, 48-70; "The Soviet Occupation of Georgia in 1921 and the Russian-Georgian War of August 2008: Historical Analogy as a Memory Project" in The Making of Modern Georgia, 1918–2012: The first Georgian Republic and its Successors. Ed. by Stephen F. Jones. London and New York: Routledge, Taylor & Francis Group, 2014, pp. 316-336; "Projekty pamięci historycznej i polityka wykluczenia. Korzenie konfliktów etnicznych w Gruzji", Między ideologią a socjotechniką. Kwestia mniejszości narodowych w działalności władz komunistycznych – doświadczenie polskie i środkowoeuropejskie, red. naukowa Magdalena Semczyszyn, Jarosław Syrnyk, Warszawa – Szczecin – Wrocław, 2014, 606 s. 523-531; "Suchumi: antikes Erbe und umkämpfter Ort am Schwarzen Meer", in OST-WEST. Europäische Perspektiven Schwerpunkt: Hafenstädte in Mittel-und Osteuropa, 2/2013, pp. 135-142; "Anthropology of Time: ‘Other Times’ or Temporal Plurality in Medieval Georgian Culture" in Promemoria: Revista Institutului de Istorie Socială, Volumul III, nr. 4, Chișinău, 2012. pp.110-115; "საბჭოთა წარსული, მეხსიერების ადგილები და იკონოკლაზმი თანამედროვე საქართველოში", "ცივილიზაციური ძიებანი", №9, თბილისი, 2011. გვ. 22-28; "დავით აღმაშენებლის ლიპარიტ ბაღვაშთან დაპირისპირების რეპრეზენტაცია და დამახსოვრების სტრატეგიები შუა საუკუნეების ქართულ ისტორიოგრაფიაში". პოლიტიკური თეოლოგია, თბილისი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, 2011. გვ. 203-217; "ნორმან კოენის მილენიუმის ძიება". მოდერნულობის თეორიები, თბილისი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, 2010. გვ. 116-127; "Using narratives of the past in conflict resolution and peace building process" in Conflict and Transformation: State Rhetoric, Search for Identity and Citizenship in the South Caucasus, Center for the Study of Caucasus and Black Sea Region. Tbilisi: The University of Georgia Press, 2010, pp. 227-232; "ქართულ-ოსური თანაცხოვრების პერსპექტივები ალტერნატიული სამშვიდობო ინიციატივების კონტექსტში". კავკასიის ეთნოლოგიის კრებული XII. თბილისი, 2010. გვ.44-56; "იდენტობის ძიების და ეთნიკური მობილიზაციის როლი მე-20 საუკუნის 90-იანი წლების ქართულ-ოსური კონფლიქტის ესკალაციაში", კავკასიის ეთნოლოგიის კრებული, XI. თბილისი, 2009. გვ.113-125; "პრობლემა შუა საუკუნეებში (პარალელები ქართულ და დანარჩენ ქრისტიანულ სამყაროს შორის)". საქართველოს შუა საუკუნეების ისტორიის საკითხები, IV. თბილისი, 2008.გვ. 47-54; "წარსულის დამახსოვრების ფორმები და ისტორიკოსის როლი კოლექტიური მეხსიერების ჩამოყალიბებაში შუა საუკუნეების ისტორიული ტექსტების მიხედვით", ცივილიზაციური ძიებანი. №5, თბილისი, 2007. გვ. 50-53; "ეთნიკური წმენდის" თეორიული დასაბუთება თანამედროვე აფხაზურ ისტორიოგრაფიაში (თ. აჩუგბას ნაშრომის მიხედვით)". კავკასიის ეთნოლოგიური კრებული. X, თბილისი, 2007. გვ.57-79; "წარსულის გააზრების და მეხსიერების პოლიტიკის როლი კონფლიქტური იდენტობების ფორმირებაში (ქართულ-აფხაზური კონფლიქტის მაგალითი)". ცივილიზაციური ძიებანი. № 4, თბილისი, 2006. გვ. 19-28; "დროზე ზემოქმედების ფორმები ჯუანშერის თხზულებაში "ცხოვრება ვახტანგ გორგასალისა" და სნორი სტურლუსონის "ჰაიმსკრინგლაში". ცივილიზაციური ძიებანი. №3, თბილისი, 2005. გვ. 7-13.

წყარო: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი: faculty.iliauni.edu.ge

Bibliography


Share: