Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
დავით გაბაიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: დაბა ხულო. დაამთავრა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 2002 წელს. 2002-2012წწ. შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი, მასწავლებელი, მიჰყავდა სალექციო კურსი "ადმინისტრაციულ სამართალსა და ადმინისტრაციულ საპროცესო სამართალში"; 2004–2005წწ. შპს "ნორმა", ადვოკატი; 2005–2006წწ. სსიპ "ბათუმის ზღვისპირა პარკის" იურიდიული განყოფილების უფროსი; 2006-2007წწ. აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მთავარი სპეციალისტი; 2007–2009წწ. ერთობლივი საქმიანობის - ბინათმშენებლობის ამხანაგობა "გორგასალი74", იურისტი; 2007-2012წწ. დავით გაბაიძის საადვოკატო ბიურო, ადვოკატი; 2009-2011წწ. შპს "გიგერო", იურისტი; 2010-2012წწ. შპს "გაბაიძე და პარტნიორები" - პარტნიორი, ადვოკატი; 2011-2012წწ. შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი, იურიდიული კლინიკის კოორდინატორი; 2011-2012წწ. შპს "ბათუმის მუდმივმოქმედი არბიტრაჟი", არბიტრი; 2012 წლიდან სსიპ "აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატა" მედიაციის ცენტრის მედიატორი; 2012-2014წწ. შპს "მომავლის სახლი", იურისტი; 2012-2013წწ. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის უფროსის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი; 2013-2014წწ. აჭარის ა/რ მთავრობის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის უფროსის მოადგილე; 2014-2016წწ. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის იურიდიული და ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსი. არის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დოქტორანტი; ჩაბარებული აქვს ადვოკატთა და მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდა საერთო სპეციალიზაციით (2004-2005); 2013 წელს- მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა - სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სპეციალობით. გამოქვეყნებული აქვს სამეცნიერო ნაშრომები; 2015 წლიდან არის ევროპის რეგიონთა ასამბლეის რეგიონული ექსპერტი; 2016 წლიდან სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრი. 2016 წლის 28 ნოემბერს აირჩიეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარედ. წყარო: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო: sca.ge Member of Organizations
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |