Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ვერონიკა თუმანიშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. ექვსი წლიდან ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიასთან არსებულ ნიჭიერ ბავშთა სკოლა-ინტერნატში, (შემდგომში ზ. ფალიაშვილის სახელობის ცენტრალური მუსიკალური სკოლა), პროფ. ანა თულაშვილის კლასში, რომელიც იყო ქართული საფორტეპიანო სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი საქართველოში; განსაკუთრებული მუსიკალური ნიჭი ადრინდელ ასაკში გამოავლინა და ბევრი გამოჩენილი მუსიკოსის ყურადღება მიიპყრო. მათ შორის რუსი პიანისტების, ჰენრიხ ნეიგაუზისა და მარია იუდინასი, რომლებმაც დიდი შეფასება მისცეს მის საშემსრულებლო ხელოვნებას; ოსტატობის დახვეწა თბილისის კონსერვატორიაში განაგრძო პროფ. ალექსანდრე იოხელესთან. თუმცა ხელების დაავადების გამო საკონცერტო კარიერაზე უარის თქმა მოუწია და მთელი თავისი გამოცდილეობა პედაგოგიურ მოღვაწეობას მოახმარა; ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში მუშაობდა ზ. ფალიაშვილის სახელობის თბილისის ცენტრალურ სამუსიკო სკოლაში ("ნიჭიერთა ათწლედი"), სადაც აღზარდა არაერთი გამორჩეული პიანისტი, რომელებიც დღეს საქართველოში და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მოღვაწეობენ, მათ შორის ნიუ-იორკში მოღვაწე მანჰეტენის მუსიკალური სკოლის წამყვანი პედაგოგი ნათელა მჭედლიშვილი, იერუსალიმის მუსიკისა და ბალეტის აკადემიის კონსერვატორიის დირექტორი, პროფესორი ლეა აგმონი, საფრანგეთში მცხოვრები პიანისტი მეგი სპარსიაშვილი, ამჟამად ნიდერლანდებში მოღვაწე სახელგანთქმული პიანისტი და პედაგოგი, საერთაშორისო კონკურსების და ბორლეტი–ბუიტონის პრემიის (Borletti-Buitoni Trust) ლაურეატი, ნინო გვეტაძე, თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის ცენტრალური მუსიკალური სკოლის, "ნიჭიერთა ათწლედის" წამყვანი პედადგოგი ლალი რჩეულიშვილი და სხვა; მას ასევე ჰყავდა მოსწავლეები, რომელთაც მუსიკის გარდა სხვადასხვა სფეროში გაითქვეს სახელი. მაგალითად, ცნობილი ხელოვნებათმცოდნე პროფესორი დიმიტრი თუმანიშვილი, მუსიკოსი, მსახიობი და მხატვარი ლიკა ქავჟარაძე, პოლიტიკოსი და ბიზნესმენი ნინო კობახიძე და სხვა. პიანისტი. Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |